LIVE

ლარი დოლართან გამყარდა - $1 ღირებულება 2.79 ლარია

25 ივლ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 3335
ლარი დოლართან გამყარდა - $1 ღირებულება 2.79 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.69 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7917 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.78 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8534 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.