ფრიდა კალოს 10 ნამუშევრის ისტორია

ფრიდა ამბობდა, რომ მისი ხელოვნება სურიალისტური კი არ იყო, არამედ ის აღწერდა მის სიზმრებს, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. მისი ნამუშევრები მოგვითხრობდნენ ფრიდას ცხოვრებისა და ემოციების შესახებ: “Me pinto a mí misma porque soy a quien mejor conozco.” (მე ვხატავ საკუთარ თავს, რადგან ჩემზე უკეთ არავინ იცნობს მას)

la columna rota (დამსხვრეული სვეტი)

columna-rota-600x807-1

ფრიდასთვის ცხოვრება იყო გამოწვევებისა  და მღელვარებების სერიები. როდესაც ის იყო თვრამეტი წლის, მოყვა  საშინელ ავარიაში ავტობუსით. ტრამვებით მიყენებული ტკივილისაგან ტანჯვა გახდა მისი ცხოვრების ნაწილი,ამ ნახატზე გამოსახულია წელს ზევით შიშველი ფრიდას სხეული რკინის კორსეტით, რომელიც იჭერდა მის სხეულს და მას ფრიდა ექიმის რეკომენდაციით ატარებდა. ფართედაა გახსნილი მისი სხეულის შუაში ერთი ზოლი, რათა გამოაჩინოს დამსხვრეული ხერხემალი.ასობით ლურსმნები ჩარსობილია სხეულში, ერთ-ერთი მსხვილი ლურსმანი პირდაპირ გულზეა დარჭობილი, რაც მის უსაზღვრო მწუხარებაზე მიანიშნებს.მის თვალებზე შეიმჩნევა ცრემლები,მის უკან ფონი კი უკაცრიელია. მთლიანად ნამუშევრი გამოხატავს ტკივილისაგან გამოწვეულ სასოწარკვეთილ ტირილს.

Frida y Diego Rivera(ფრიდა და დიეგო რივერა)

frida-y-diego-rivera-600x773-1

კალო ამ პორტრეტზე მუშაობდა მათი ქორწინების პირველ წელს. ის გვიჩვენებს ორივეს სახეს პირდაპირ მომზირლებს, სერიოზული გამოხედვით, თუმცა მათი ჩაკიდებული ხელები გამოხატავს ერთმანეთისადმი უდიდეს სიყვარულს.

ფრიდამ , თავისი სხეულების ზომების განსხვავებულობით, გამოხატა რეალობა. დიეგო მაღალო და ზორბა, ის კი პატარა და თხელი. დიეგოსთან მისი ურთიერთობის დაწყებისთანავე ფრიდამ შეიცვალა ჩაცმის სტილი, ის გამოიყურებოდა ტიპური მექსიკელი ქალივით. მან თავისი ქმარი დახატა მარჯვენა ხელში პალიტრითა და ფუნჯებით, ის აღტაცებული იყო დიეგოს მხატვრული ნიჭით. განსხვავებით სხვა ნამუშევრებისა, სადაც დომინირებს ნათელი ფონი და ფერადი სცენები, ამ პორტრეტზე არაფერია ისეთი, რაც ამ ორი ადამიანის ხასიათდან სხვა რამეზე ყურადღებას გადაგატანინებს.

Autorretrato con el pelo suelto (ავტოპორტრეტი გაშლილი თმებით)

autorretrato-pelo-suelto-copy-600x814-1

“აქ ვარ მე, ფრიდა კალო, ესაა ჩემი ანარეკლი სარკეში, 37 წლის, 1947 წლის ივლისი. კოჯოაკანი,მექსიკა, ადგილი, სადაც დავიბადე.” –  ვკითხულობთ ნახატის ქვემოთ. ეს არის ნამუშევარი, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ეძებს ის თავის ვინაობას, როგორც მის მინაწერშია ნათქვამი თავის მშობლიურ ქალაქში.

ამ ნამუშევარში მთავარი შტრიხი თმაა.სქელი და გრძელი თმის დახატვით, ის გამოხატავს თავისი ქმრით აღფრთოვანებას, დიეგო აღმერთებდა ფრიდას თმას, ეს იყო ერთ-ერთი რამ, რაც მასში ყველაზე მეტად უყვარდა.

Autorretrato en la frontera entre México y EEUU (ავტოპორტრეტი მექსიკისა და ამერიკის საზღვარზე)

frontera-mex-y-eua-600x516-1

მას შემდეგ , რაც დიეგომ მიიღო მოწვევა აშშ-დან, სამი წელი გაატერეს იქ. დიეგო კმაყოფილი იყო ახალი ცხოვრებით, სადაც თავის ნიჭს მეტად ავითარებდა, თუმცა მისი მეუღლისთვის ყველაფერი მალევე გაიცრიცა. ფრიდას ენატრებოდა მექსიკა და სურდა უკან დაბრუნება. სწორედ ამ შეგრძნებებს გამოხატავს ეს ნამუშევარი, ფრიდა დგას ნახატის შუაში, კვარცხლბეკზე, ჩვეულებრივი ვარდისფერი კაბით შემოსილი, მის ფონზე ნაჩვენებია ამ ორი ქვეყნის გამოწვევები. ერთ მხარეს, მექსიკა წარმოდენილია ბუნებით, მკვეთრი ფერებით და აცტეკების კულტურით, მეორე მხარეს კი აშშ მძლავრი ინდუსტრიითა და ტექნოლოგიებით. ფრიდას ხელში დახატული მექსიკის დროშა მიუთითებს იმაზე, თუ ვის ეკუთვნის მისი გული.

Henry Ford Hospital (ჰენრი ფორდის ჰოსპიტალი)

henry-ford-hospital-600x473-1

ფრიდას ბუნებრივი აბორტის გაკეთება მოუწია ამერიკაში ყოფნის დროს, 1932 წელს, რაც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ტრამვული მომენტი იყო.  ნახატზე ჩანს, ჰოსპიტალის საწოლზე, სისხლში მწოლიარე ფრიდა. მის ოდნავ წამოზრდილი მუცლიდან გამოდის ექვსი წითელი და წვრილი ძაფი, რომლებიც გამოხატავს ჭიპლარებს. თითოეული ეს ძაფი უერთდება მის სხეულს და საერთო ჯამში ქმნის აბორტთან დაკავშირებულ ნახატს: პატარა ბიჭის ნაყოფი, “დიეგიტო”, რომელსაც მუცლით ატარებდა,მაგრამ ვერ მოევლინა სამყაროს, იასამნისფერი ყვავილი თავისი ქმრისგან მიღებული საჩუქრის სიმბოლო, ლოკოკინა – რომელიც სიმბოლოა ნელი და მტკივნეული აბორტის, ქალის შიშველი სხეულის მანეკენი გამოხატავს მის ორგანოებს.

მან დახატა ასევე ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებენ საშვილოსნოს ამოკვეთისას და ბოლოს თავისი მენჯის ძვლის დახატვით, გამოხატავს ფიზიკურ ტკივილს.

Autorretrato con collar de espinas (ავტოპორტრეტი ეკლიანი ყელსაბამით)

collar-de-espinas-600x758

ეს პორტრეტი ფრიდამ დახატა ქორწინების კრიზისის დროს, მთავარი ელემენტი აქ არის ეკლებიანი ყელსაბამი, რიმელიც ერჭობა კისერში, რაც გამოხატავს ტკივილს, რომელიც გამოწვეულია დიეგოსთან გაფუჭებული ურთიერთობით. ეს სიმბოლო, რა თქმა უნდა მოდის ცნობილი ეკლის გვირგვინისგან, რომელიც მნიშვნელოვანი სიმბოლოა ქრისტიანებისთვის. ყელსაბამზე ჩამოკიდებულია შავი, მკვდარი ჩიტი, მისი გაშლილი ფრთები შედარებულია ფრიდას წამწამების ფორმასთან.ეს ჩიტი არის ქორწინების დასრულების სიმბოლო. მისი მხრების უკან მოჩანს შავი კატა (უბედურების სიმბოლო) და მაიმუნი ( დიეგოს საჩუქარი), ეს ყოველივე გამოიყურება დისტანციურად და ინდეფერენტულად,  ამ დროს მხოლოდ ამას გრძნობდა მისი ქმრის საქციელისგან. ამ ნახატში მას აცვია ტრადიციული მექსიკური სამოსი, რაც მის ვინაობას გამოხატავდა.

Las Dos Fridas ( ორი ფრიდა)

las-dos-fridas-600x569

გარდაუალიც მოხდა. 1939 წელს ფრიდა და დიეგო გაშორდნენ. ის განადგურებული იყო და ეს ემოცია გამოხატული ამ ნამუშევარზე. მან დახატა ორი ერთნაირი ფრიდა, მაგრამ განსხვავებული პიროვნულობით, ერთი არის მექსიკელი ფრიდა, რომელიც დიეგოს შეუყვარდა, მეორე კი არის ევროპელი ფრიდა – ახალი და დამოუკიდებელი ხელოვანი, როგორიც გაიცნო მსოფლიომ , თუმცა ასევე ქალი, რომელიც ქმარმა მიატოვა. მათი გულები დახატულია ტანსაცმლის გარედან, რომელთაც ერთი წვრილი კაპილარი აკავშირებს. ვიქტორიანული ფრიდა მაკრატლით ჭრის მუხლებზე დაშვებულ ერთ-ერთ კაპილარს, საიდანაც სისხლი მის თეთრ კაბაზე ისხმევა. ის გრძნობდა რეალურ წუხილს, ისეთ ტანჯვას, რომლისგანაც შეეძლო დაცლილიყო. მათ ხელები აქვთ ერთმანეთზე ისე დაწყობილი, თითქოს ის ერთადერთი ყოფილიყო, რომელსაც შეეძლო გაეგო მეორესთვის და პირიქით,ასევე  ჰყვარებოდა ის,ძ და დახმარებოდა ნაბიჯების გადადგმვაში.

Diego en mis pensamientos (დიეგოზე ფიქრი)

diego-en-mis-pensamientos-600x749

მიუხედავად მათი განშორებისა, ფრიდას არასდროს შეუწყვეტია დიეგოს შეყვარება. მან კარგად იცოდა, რომ მისი ყოფილი ქმარი არ მისცემდა სხვა ქალს მის საქმეებში ჩარევის უფლებას და ვერასდროს იქნებოდა შესაძლებელი ქმრისთვის სასურველი გამხდარიყო. თუმცა, ის მუდამ იყო მის გულში და მის ნახატებში. ამ ავტოპორტრეტში  დიეგო დახატულია შუბლზე,მესამე თვალის  ადგილას. ის გამოწყობილია დიეგოს ფავორიტ  მექსიკურ ტიჰუანა კაბაში, რითაც ხაზს უსვამს მისით აღფრთოვანებას. მისი სახის გარშემო,მთელს ნახატზე დახატულია, ობობის ქსელი, რომელიც აჩვენებს ფრიდას სულის ნიშნებს.

Pobre venadito ( პატარა საწყალი ირემი)

pobre-venadito-600x445

ეს არის გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაიგო ფრიდას ნამუშევრებით აუტანელი ტკივილის გრძნობა, ამ შემთხვევაში, ფრიდამ ვერ შეძლო გადმოეცა ტანჯვა თავისი სხეულის დახატვით და გამოიყენა სხვა რამ – ირმის ტანიანი ფრიდა.

საწყალი ცხოველის სხეული  დაცხრილულია ისრებით.ის არის მარტო და იტანჯება ტკივილებით შუა ტყეში. ფრიდამ ეს ნამუშევარი დახატა ზურგის ოპერაციის შემდეგ, რომელმაც კი არ შეუმსუბუქა ტკივილები, არამედ პირიქით, საშინელი ზურგის ტკივილები გაუჩინა. ნახატის დაბლა მარჯვენა კუთხეში ფრიდამ წააწერა “კარმა”, რაც ნიშნავს “ბედისწერას.”

El abrazo de amor del Universo ( სამყაროს ჩაწვდომის სიყვარული)

abrazo-amor-universo-600x689

ეს ნამუშევარი ბევრი ელემენტისგან შედგება: დღისა და ღამის მექსიკური წარმოდგენა, მთვარე და მზე, სიცოცხლე და სიკვდილი, დედაბუნება.ნახატის შუაში ვხედავთ ფრიდას, რომელსაც მიხუტებული ჰყავს შიშველი და პატარა დიეგო, რომელიც აღნიშნავს ქმრისადმი უდიდეს სიყვარულს, სიყვარულს – რომელმაც შეცვალა ის სრულიად და ამავე დროს ნახატის ეს ნაწილი გვახსენებს ფრიდას უნაყოფობას, რომელიც უდაოდ ღრმა ჭრილობა აღმოჩნდა მისთვის.

კიდევ ერთი ბლოგი ჩემგან ^_^

Leave a comment