Alternate Text 0/3

ჩინური Chery შტატებში პრემიუმკლასის ქროსოვერების გაყიდვას იწყებს

Alternate Text

Alternate Text 32

ჩინური კომპანია Chery და ამერიკული ჰოლდინგი HAAH Automotive ემზადებიან, ამერიკულ ბაზარზე გაიტანონ Exeed-ის რამდენიმე მოდელი, რომლებიც კანადისა და შტატების ბაზარზე გაიყიდება Vantas-ის ბრენდის ქვეშ.





პირველი მოდელი ამ ბრენდის ქვეშ იქნება Exeed TXL, რომელსაც ბაზარზე მოუწევს კონკურენცია Honda Passport და Nissan Murano-თან. ამის შემდეგ ბაზარზე გაიტანენ  Exeed VX-ს, ამასტან, ორივე ქროსოვერის წარმოება იგეგმება შტატებში. პირველ ეტაპზე ეს იქნება ამწყობი ფუქნციის ქარხანა რომელიც ჩინეთიდან იმპორტირებული ნაწილებით მომარაგდება, მოგვიანებით კი წარმოება სრულად შტატებში მოხდება. HAAH Automotive არ აკონკრეტებს, თუ  რომელ ქარხანაში დაიწყება ავტომობილების წარმოება და ასევე არაფერს ამბობენ ვადებზე. სავარაუდოდ,  ადგილობრივი წარმოების Vantas დილერებთან 2021 წელს გამოჩნდება.


სუბბრენდ Exeed-ის ქვეშ, რომელიც შექმნა Chery-მ, პრემიუმკლასის ავტომობილები გამოდის.

პოპულარული ავტომობილები