Alternate Text 0/3

Toyota-ს გაუჩნდება პატარა ზომის ახალი ქროსოვერი

Alternate Text

Alternate Text 278

Toyota Europe-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეტ ჰარისონის განცხადებით, კომპანია აპირებს მინიატიურული ქროსოვერის წარმოებას ევროპის ბაზრისთვის, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ ქროსოვერებს, როგორებიცაა — Nissan Juke და Renault Captur. წიასწარი ვარაუდით, სიახლე ეღირება უფრო იაფი, ვიდრე Toyota C-HR.

ავტომობილი მიიღებს პლატფორმას,  დაედება GA-B — ყველაზე პატარა ვერსია გლობალური არქიტექტურის TNGA. ეს კი ნიშნავს, რომ მის ყველაზე ახლო ნათესავად უნდა მოვიაზროთ ჰეჩბეკი Toyota Yaris. ბრიტანულ გამცემა AutoExpress-თან ინტერვიუში მეტ ჰარისონმა  განაცხადა, რომ  C-HR-გან განსხვავებით, ახალი მოდელის პოზიციონირება მხდბა როგორც იაფი ქროს-ჰეჩბეკის.

დიდი ალბათობით, სიახლე მაქსიმალურად 
იქნება უნიფიცირებული ახალი, მეოთხე თაობის Yaris-თან და შესაბამისად, მისგან არა მხოლოდ პლატფორმას, არამედ ძალისმიერ აგრეგატებსაც მიიღებს. არაა გამორიცხული, მან ორიგინალური დიზაინი და საკუთარი სახელიც მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ Yaris-ის ქროს-ჰეჩბეკი კომპანიამ ჩინეთის ბაზრისთვის სამი თვის წინ გამოუშვა, რომელიც წინა თაობის მოდელზეა დამყნობილი.

AutoExpress-ის პროგნოზით, სიახლის პრემიერას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ, გაყიდვების დაწყებას კი – 2021 წლიდან. 

პოპულარული ავტომობილები