7 სართულიანი შენობა სვეტებით და საათით მდებარეობს კლდეზე, ციხისძირში. აქ არის 33 მაღალი კლასის ნომერი დაყოფილი 7 სხვადასხვა კატეგორიად, ხოლო ქვემოთა სართულებზე მდებარეობას "ოტიუმ სპა", გასართობი ცენტრი "ალეგრა", ლობი ბარი "ბიტი", რომელიც მუშაობს 24 საათის მანძილზე.
53 დიდი ნომერი 47 კვადრატული მეტრიდან, 5 სხვადასხვა კატეგორიის ოთახები გადანაწილებულია 9 სართულზე, ემსახურება პანორამული ლიფტი. კორპუსში წარმოდგენილია ორსართულიანი ნომრები, ორი და მეტ ოთახიანი ლუქსები დიდი აივნებით, ტერასით და ხედით ზღვაზე, ვიქტორიას კლდეზე და ულამაზეს ყურეზე.
23 მყუდრო ოთახი. მათ შორის ოთხი ოროთახიანი ნათელი ოთახით და განცალკევებული საძინებლით. კორპუსის უკან მდებარეობს ტროპიკული ბაღი მანდარინებით და საუკუნოვანი ხეებით. პანორამული ლიფტი, ხედი ზღვაზე აივნიდან, ბაღი და ბათუმი.
თვალწარმტაც ბუნებაში, ბამბუკის კორომებით, ზღვით და კლდით გარშემორტყმული ორსართულიანი ვილა, დიდი მისაღებით და 2 საძინებლით, აივნით და ტერასით. ემსახურება ლიფტი. ინტერიერი საზღვაო სტილში.
მარტივია შეარჩიოთ ვარიანტები წყვილისთვის ან დიდი ოჯახისთვის, მაგალითად აირჩიოთ ორსართულიანი დუპლექსის ტიპის სუპერიორ ოთახი კორპუს დიანაში - პირველსართულზე მისაღები ოთახით და აივნით,ხოლო მეორე სართულზე მყუდრო საძინებლით ან შეგიძლიათ განმარტოვდეთ ვილა აფროდიტაში,რომელსაც თავისი პერსონალური ლიფტი ემსახურება.
მიუხედავად ოთახის კატეგორიებისა, ყველა ნომრიდან იშლება განუმეორებელი ხედი ზღვაზე და ბუნებაზე.
ნომრის კატეგორიები | კორპუსი | სულ |
---|---|---|
1. Standard room Alba
სტანდარტული ნომერი "ალბა", 27 кв.м | "ალბა" | 23 ნომერი |
2. Standard room sea view სტანდარტული ნომერი ზღვის ხედით, 37 кв.м | "დიანა", "ვიქტორია" | 37 ნომერი |
3. Superior Diana ( Duplex & Triplex, Honeymoon )
სუპერიორ ნომრები (დუპლექსი) | "დიანა" | 14 ნომერი |
4. Panorama Suite
პანორამა სუითი | "დიანა" | 17 ნომერი |
5. Premium Suite პრემიუმ სუითი | "დიანა",
"ვიქტორია" | 14 ნომერი |
6. 2 bedroom Diana ( Junior)
ჯუნიორ სუითი | "დიანა" | 2 ნომერი |
7. Grand Royal Suite
გრანდ როიალი | "ვიქტორია" | 1 ნომერი |
8. Villa Aphrodite
ვილა აფროდიტა | ვილა "აფროდიტა" | 1 |
9. Presidential Suite
საპრეზიდენტო ლუქსი | "ვიქტორია" | 1 ნომერი |
კასტელო მარეში თქვენ არ დაგჭირდებათ მოიმარაგოთ ფუნთუშები, ხილი და მოამზადოთ ბუტერბროდები ოთახში სადილზე ან ვახშამზე. გარდა მრავალფეროვანი შვედური მაგიდისა საუზმეზე მუშაობს 7 ობიექტი, სადაც მზადდება საუკეთესო ქართული და ევროპული კერძები. განსაკუთრებული პოპულარობით ჩვენს სტუმრებში სარგებლობს რესტორანი "პალმა პავილონი".
მრავალფეროვნების ძიებაში არ მოგიწევთ წახვიდეთ ქალაქში, სასტუმროსგან 2 ნაბიჯში არის თევზის რესტორანი, თვალწარმტაც ფიჭვნარში, სადაც ახალი ზღვის თევზი მზადდება გრილზე. გვაქვს ბარი "ბიტი" და ბარი გასართობ ცენტრში საუკეთესო ყავით, ხილით და ახლადდაწურული ფრეშებით, კოქტეილებითა და ნამცხვრებით. ხოლო აუზზე და სანაპიროზე მუშაობს ბარი გამაგრილებელი სასმელებითა და ნაყინით. სადღესასწაულო წვეულებებისთვის გახსნილია დიდი რესტორანი საკონფერენეციო დარბაზთან 200 ადამიანზე. ყველა პროდუქტი და სასმელი არის ახალი და ნატურალური, მომზადების პროცესი კი ყოველთვის მიმდინარეობს სანიტარული ნორმების დაცვით.
ოტიუმ სპა კომპლექსი წარმოადგენს უნიკალურ გამაჯანსაღებელ ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მრავალფეროვანი ცხელი ზონა, ფიტნეს დარბაზი, დახურული და ღია უსასრულო აუზი.
მასაჟი და ჰიდროთერაპია, კოსმეტოლოგია, სხეულისა და სახის მოვლის პროგრამები, ფიზიოთერაპია და სილამაზის სალონის მომსახურებები.
თმის აღმდგენი პროცედურები, რომელშიც გამოიყენება პრემიუმ კლასის
კოსმეტიკური საშუალებები. მათი შეძენა შესაძლებელია ჩვენს ბუტიკში.
სახის მოვლა ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ფრანგული ბრენდის თალასოს პროდუქცია და აპარატი Skin karma ულტრაბგერითი პილინგისთვის. უნემსო მეზოთერაპია სახის, დეკოლტესა და ხელის მტევნებისთვის.
კლასიკური, სარელაქსაციო (არომათერაპია), ბამბუკის, თაფლის, ანტიცელულიტური, სამკურნალო (ოსტეოქონდროზი), ზურგის, ხელისა და ფეხის, თავის მასაჟი ქაფით და სხვა.
ცხელ ზონაში განთავსებულია:
- ფინური საუნა
- მცენარეული არომასაუნა
- ევკალიპტის და რომაული ორთქლის ოთახი
- კონტრასტული შხაპი და ყინულის გორა
- დიდი ჯაკუზი
- ფეხის თერმოკონტრასტული აბაზანები
ოტიუმ სპას მოსასვენებელ სივრცეში შეძლებთ, სრულად განტვირთვას.
ოტიუმ სპა გთავაზობთ გაცილებით მეტს:
წყლის პროცედურებზე, ინდივიდუალურად შერჩეული კვების რაციონსა და ფიზიკურ აქტივობაზე დაფუძნებულ 20-ზე მეტ გამაჯანსაღებელ და დეტოქს პროგრამას.
კურსის ხანგრძლივობა:
7- 14 დღემდე
წონისა და კანის კოსმეტიკური დეფექტის კორექციისთვის:
- სპა კაფსულას 16 პროგრამა და სხეულის
შეფუთვის პროცედურები
- ზღვის მინერალური თერაპია მაგნიუმითა და
კალციუმით
- ლიპოსაქცია ოპერაციის გარეშე
- ულტრაბგერითი კავიტაცია
- სილუეტის ვაკუუმური კორექცია
- სხეულის პილინგი
- RF – ლიფტინგი
შედეგი: კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსის აღდგენა, წონის შემცირება, მინერალიზაცია, დეტოქსიკაცია და რელაქსაცია. იმუნიტეტის გაძლიერება, კანის გაუმჯობესება.
გადაიღეთ რომანტიული ფოტო საინტერესო რაკურსებით. აუჩქარებლად, ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში. ისარგებლეთ სილამაზის სალონის მომსახურებით., აირჩიეთ საუკეთესო დრო და განათება. გადაიღეთ სასტუმროს შიდა პერიმეტრზე. დაგეგმეთ უბრალოდ ფოტოსესია! დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე:
reservations@castellomare.com
ხოლო თუ თქვენ გადაწყვიტავთ რომ დაგვიტოვოთ საუკეთესო ფოტოები ჩვენი გალერიისთვის შეძლებთ მიიღოთ სპეციალური შეთავაზება განთავსებაზე ან ერთჯერადი 20%-იანი ფასდაკლება ჩვენს რესტორანში და ბარებში ფოტოსესიის მონაწილეთათვის.
დაგეგმე ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა და განახორციელე ჩვენთან ერთად
ჩვენთან უფრო ეფექტური და დაუვიწყარი იქნება.
300 კვ. მ და 200 დასაჯდომი ადგილი ამფითეატრით, კარგი აკუსტიკით და ყველა ადგილიდან კარგი ხედით, განათებით და აუდიო აპარატურით, ხმის პულტით, სათარჯიმნო ჯიხურით, საგრიმიორო ოთახით, ვიდეოპროქტორით და ეკრანით 6 მეტრის დიაგონალზე, wi-fi. ერთი გასასვლელი საკონფერენციოდან გადის რესტორანში სადაც შეძლებთ მოაწყოთ ფურშეტი. მეორე გასასვლელი კი არის საკონფერენციოს ფოიეში.
სადღესასწაულო რესტორანი, მიმდებარე საკონფერენციოთი. მოსახერხებელია ღონისძიებების ჩასატარებლად, ფურშეტისთვის და დღესასწაულებისტვის წელიწადის ნებისმიერ დროს.
საკონფერენცი დარბაზის და რესტორნის წინ არის დიდი სივრცე გამოფენებისთვის და პრეზენტაციისთვის. განათებული ვიტრაჟი, რბილი ჰოლის ავეჯი ქმნიან მყუდრო გარემოს, ხოლო სტუმრებისკენ გასასვლელი დახრილი კიბე არავის დარჩება შეუმჩნეველი.
42 კვ. მეტრის მოცულობის შეხვედრის ოთახები 25 ადამიანზე აღჭურვილია პროექტორით და ეკრანით. ოთახები არის ხმის იზოლაციით, გათბობა-გაგრილებით და wi-fi-ით, საოფისე ტექნიკით და ყველა საჭირო აღჭურვილობით საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად. ერთ სივრცეში რესტორანთან და საკონფერენციოსთან.
პარტნიორების და სტუმრების გაკვირვება შესაძლებელია არა მხოლოდ ზემოთ აღწერილით არამედ გარემოთი. დიდი ტერასები, პანორამული აუზი, ლობი ბარი და საპრეზიდენტო ოთახიც კი შეიძლება გახდეს ღონისძიებების ჩასატარებელ ადგილად.
სასტუმროში არის 4 ბილიკიანი ბოულინგი, ბარი და ლაზერული ტირი, ბილიარდი. ცოცხალი მუსიკა, კარაოკე და გასართობი პროგრამა, რომელიც გახდება წვეულების ნაწილი თუმცა ხელს არ შეუშლის დანარცენ სტუმრებს.