კაბები საზაფხულო გარდერობისთვის

Untitled

ზაფხული წელიწადის ის პერიოდია, როცა ყველაზე მარტივია გარდერობის განახლებასა და ჩაცმულობის სტილზე ზრუნვა.

ზაფხულში კომფორტული, ლამაზი და სრულყოფილი სტილისთვის სულ რაღაც სამი ნივთია საჭირო სიფრიფნა ზაფხულის კაბა, წყვილი ფეხსაცმელი, ჩანთა და თქვენ უკვე მზად ხართ. შემოდგომა/ზამთრის სეზონისგან განსხვავებით არ გვჭირდება რთული კომბინაციების მოფიქრება.

 კაბა ქალურობასთან, დახვეწილობასთან ასოცირდება და ამასთანავე ქალების უმეტესობითვის ეს არის ნივთი, რაშიც თავს უფრო დამაჯერებლად გრძნობენ.

                 სწორედ ამიტომაცაა ჩვენი ბლოგის დღევანდელი თემაც.

იმისათვის რომ, არ მოგიწიოთ დროის ხარჯვა წლევანდელი ტრენდებისა და დიზაინის შესახებ სიახლეების მოძიებაზე, მე გადავხედე სხვადასხვა ვებ გვერდებს, რომ თქვენთვის მომეწოდებინა ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია თუ როგორი უნდა იყოს ამ სეზონზე ქალის გარდერობი.

შევარჩიე ყველაზე დახვეწილი, ლამაზი, მარტივი და ქალური კაბებები 2018 წლის საზაფხულო კოლექციებიდან.

2018 წლის ზაფხულის სეზონზე თქვენ არ ხართ შეზღუდული ერთი კონკრეტული სტილით.თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ყვავილებიანი, კოპლებიანი , გრძელი თუ მოკლე  კაბები.  მიუხედავად არჩევანის თავისუფლებისა  წელს 50-70-იანი წლების სტილს ენიჭება უპირატესობა და შეიძლება ითქვას “Folk Florals”  კაბები იპყრობს სოციალურ ქსელებს.

მაშ ასე რა ვიპოვე თქვენთვის…………

ამ კაბის ნაზი სტრუქტურა ჰაეროვნებას მოგანიჭებთ. ის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა ზაფხულის ცხელი დღეების საღამოს წვეულებებისთვის.

 

best maxi dresses
ეს ელეგანტური კაბა მაღალი ყელითა და ფერთა გამით თქვენს ქალურობას გაუსმევს ხაზს. 
fashion-editors-favorite-spring-outfits-256398-1525466355756-image.600x0c
თუ გინდათ ფერებით გაახალისოთ თქვენი გარდერობი დაამატეთ მწვანე.

spring-summer-2018-fashion-trends-245368-1523886685521-product.600x0c.jpg
მზე, სითბო და სიკაშკა აი რასთან ასოცირდება ჩემთვის ყვითელი. უბრალოდ იბრწყინეთ მზესავით და იყავით ლამაზები. ეს კიდევ ის ერთი ფერია რაც უნდა გქონდეთ გარდერობში.  
floral-spring-dresses-h-m-253924-1522793145706-main.600x0c
ამ ულამაზეს კაბას თქვენ არც მეტი არც ნაკლები H&M -ში იპოვით. 
fashion-editors-favorite-spring-outfits-256398-1525466352707-product.600x0c.jpg
სამოგზაუროდ მიდიხართ? არ დაგავიწყდეთ ამ კაბის წაღება, ის ხომ უნაზესი, ჰაეროვანი და ულამაზესია. ძალიან მოუხდება თქვენს დაუვიწყარ თავგადასავლებს. ის ერთნაირად უხდება როგორც სპორტულ ასევე ქუსლიან ფეხსაცმელს.
image
50-იანი წლების სტილის კაბა, რომელიც წლის ჰიტად იქცა ბევრისთვის სასურველი გახდა უკვე. ასე რომ, დაფიქრდით მსგავსის სტილით გაამდიდროთ გარდერობი და თქვენი ზაფხულის დღეებს სილამაზე შესძინოთ.

 

აბრეშუმი თავისი სინაზით ისევ აქტუალურია.

 

wrap-dress-styles-256740-1525456668725-product.850x967uc

 

spring-summer-2018-fashion-trends-245368-1523886678701-product.600x0c

 

 

რამოდენიმე დღეში უკვე ოფიციალურად შევხვდებით ზაფხულს, ამიტომაც  დროა მოემზადოთ და გაილამაზოთ ცხელი დღეები.

 

Leave a comment