ტობავარჩხილი

ტობავარჩხილის სახელწოდების ტბების შესწავლისათვის

 

getImageტობავარჩხილი, „ტბა-ვერცხლი“ მთის გამჭირვალე ტბის საერთო სახელია ეგრისის ქედზე. ეგრისის ქედის ალპურ ზონაში აღნიშნული სახელწოდების 6 ტბაა აღრიცხული. კერძოდ: ცაშკიბულთან, ჭითგვალასთან, ლაკუმურაშდუდისთან დვირას მთაზე-დიდი ჭიჭე ტობავარჩხილის ტბები. ასხის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე-ქუაშკარეშ ტობავარჩხილი. ტობავარჩხილის სახელწოდების ტბას ვხედავთ აფხაძეთის მთიანეთშიც, კერძოდ გალის რაიონში, აკიბოს მთების მიდამოებში. ტბეი მეცნიერული თვალსაზრისით ნაკლებად არის შესწავლილი შეუსაბამობაა ტოპოგრაფიულ რუკაზე აღნიშნული ტობავარჩხილის ტბების სახელწოდებებსა და ხალხური ზეპისიტყვიერების გადმოცემით არსებულ ნამდვილ სახელწოდებებს შორის. ასე მაგალითად გასული საუკუნის 30-იან წლებში რუსების მიერ შედგენილ ტოპოგრაფიულ რუკაზე მწვერვალ: „ცაშკიბული“-ს ჩრდილო ნაწილში მდებარე ტობავარჩხილის სახელწოდების ტბა ოხოჯეს ტბის სახელწოდებითაა დაფიქსირებული, მაშინ როდესაც ეგრისის ქედზე ანალოგიური სახელწოდების ტბა არ არსებობს. ( პროფესორი პაატა ცხადაია ნაშრომში „ სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი’ არსად არ მიანიშნებს ოხოჯეს სახელწოდების ტბის არსებობის შესახებ. იგი მწვერვალ „ცაშკიბული“-ს ჩრდილოეთით მდებარე ტბას ტობავარჩხილის სახელწოდებით მოიხსენიებს, მდინარეც, რომელიც ამ ტბიდან გამოედინება, ტობავარჩხილის სახელს ატარებს. ტოპოგრაფიულ რუკაზე სახელწოების გარეშეა დარჩენილი მწვერვალი „ ლაკუმურაშდუდი“-ს ჩრდილო დასავლეთით მდებარე ტობავარჩხილის სახელწოდების  მეორე ტბაც. ლიმნოლოგი ილია აფხაზავა თავის ნაშრომში „ საქართველოს ტბები“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ლაკუმურაშდუდის თოვლიან მწვერვალთან მითმასნილ ტობავარჩხილის ტბის სიდიდეზე. მეცნიერის შეხედულებით ეს ტბა ტობავარჩხილის სახელწოდებისაა და მომავალში იგი ამ სახელწოდებით უნდა იქნას დატანილი ტოპოგრაფიულ რუკაზე.

images

ეგრისის ქედის მდინარეთა ხეობების, მღვიმეებისა და კანიონების, ალპური ზონის ტობავარჩხილის სახელწოდების ტბების მოსანახულებლად უამრავი ტურისტი ჩამოდის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. ტურისტული სააგენტოების. თანამშრომლები ტურისტული მარშუტის შედგენისას ნაკლებად ითვალისწინებენ ადგილობრივ ტოპონიმებს, რის შედეგადაც მახინჯდება გეოგრაფიული სახელწოდებანი. ასე მაგალიტად: ჭითაგვალაშთან არსებული ტობავარჩხილის ტბა დიდ ტობად მოინათლა. ცაშკიბულის ტობავარჩხილი – პატარა ტობად, სახელწოდება ტობავარჩხილი კი არსად ფიგურირებს. მრავალი საუკუნის წინათ ჩამოყალიბებული შეხედულება მთის გამჭირვალე ტბებისადმი ტობავარჩხილის  სახელწოდების მინიჭებასთან  დაავშირებით უდაოდ სწორი იყო. რადგანაც ეს ტოპონიმი ზედმიწევნით ასახავს იმ რეალობას , რასაც ისინი სინამდვილეში წარმოადგენენ და ამდენად არავიტარ შემთხვევაში არ შეიძლება არსებული სახელწოდების შეცვლა. ( ისე არ უნდა გავიგოთ, თოთქოს ეგრისის ქედზე მდებარე ყველა თბა ტობავარჩხილის სახელწოდებისაა. ადგილმდებარეობის შესაბამისად ჩხოროწყუს ერთ-ერთი ულამაზესი ტბა კალაშის სახელს ატარებს, მეორე ტბა კი დამახასიათებელი მოლურჯო ფერის გამო „წაქაწყარის“ სახელწოდებითაა ცნობილი) რადგანაც ტობავარჩხილის სახელწოდების ტბები დიდიპოპულარობით სარგებლობსტურისტებს შორის, მოზანშეწონილად მიგვაჩნია ამა თუ იმ ტობავარჩხილის სახელწოდების ტბის ადგილმდებარეობის მინიშნებისათვის იმ მწვერვალების სახელწოდებები გამოვიყენოთ, რომელტა სიახლოვესაც ისინი მდებარეობენ.

65292289

ნიშანდობლივია ის გარემოება რომ ტურისტები ტობავარჩხილის ტბებს ჯადისნურ ტბებად მიიჩნევენ. „ნამდვილი სამოთხე“, „ბუნების საოცრება“, „მრისხანე მზეთუნახავი“, „წმინდა ტბა“,  „ საწყისში დაბრუნება“ – ხშირია ასეთი შეფასებები. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი წინაპრებიც საუკუნეების წინათ ანალოგიურ შეფასებას აკეთებდნენ და მათ წმინდა ტბებად მიიჩნევდნენ. სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს ლეგენდა ყობავარჩხილის შესახებ, რომლის მიხედვითაც ტბაში ხელის ჩაყოფაც კი აკრძალული იყო (ხელის ჩაყოფა „ვაშინერს“ თორემ ადამიანს უბედურება ეწევა). არის მოსაზრება იმის შესახებ, რომკერპთაყვანისმცემლობის პერიოდში კოლხები მიუვალ მთებში აგებდნენ სალოცავებს და პატივს მოაგებდნენ სხვადასხვა ღვთაებას.არ არის გამორიცხული ის ფაქტი, რომ სწორედ ამ დანიშნულებით ყოფილიყო გამოყენებული ცაშკიბულის ტობავარჩხილის სანაპიროსტან მასიურ ქანებში გამომუშავებული პატარა ზომის გამოქვაბული ( გამოქვაბულს ამჟამად ტურისტები იყენებენ თავშესაფრად). საჭიროა გამოქვაბულის ფსკერის კულტურული ფენისარქეოლოგიური თვალსაზრისით შესწავლა, რომლის შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება კითხვაზე უარყოფითი ან დადებითი პასუხის გაცემა. (ეგრისის ქედზე გამოქვაბულებში უძველესი სალოცავების არსებობა არქეოლოგიური გათხრებით არის დადასტურებული. ოცინდალეს მღვიმეში ჯანაშიას სახელობის სახემწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის ელგუჯა გოგაძეს მიერ აღწერილია ხარის ღვთაების სალოცავი).

თვით მწვერვალის სახელწოდებასაც აქვს საკრალუირი დატვირთვა. „ცაშკიბული“  ცის კიბეს ნიშნავს. ხალხური ზეპირსიტყვიერების გადმოცემებზე დაყრდნობით ცნობილ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს გივი ელიავას  აქვს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ნოეს კიდობანი „ცაშკიბულის „ მწვერვალთან გაჩერებულა (გ.ელიავა, გ. შენგელია – „ ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი“, 1983 წლის გამოცემა). „ ცაშკიბული“ პატარა სიმაღლის (3017 მეტრი) მწვერვალია, მაგრამ რატომღაც სწორედ ამ მწვერვალს ეწოდა ცის კიბე და ამდენად ეს ჩანაწერი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ყოველ შემთხვევისთვის ამ ჩანაწერსაც აქვს არსებობის უფლება.

526468_502637816466286_1046760178_n

ტობავარჩხილის სახელწოდების ტბები მყინვარული წარმოშობის ტბებია, თუმცა როგორც ჩანს მათი  წარმოშობის საქმეში დიდი როლი ითამაშა ტექტონიკურმა პროცესებმაც, რაზედაც ტბების დიდი სიღრმე მეტყველებს. ტობავარჩხილის თბებთან მიმართებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველია და ანდენად მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს უახლოესი პერიოდისათვის კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობა. სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობის აუცილებლობა ნაკარნახევია იმ თვალსაზრისითაც, რომ ხშირად ვხვდებით  ტბებზე არაკვალიფიციურ შეფასებებს, პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ინფორმაცია ტობავარჩხილის ტბების ვულკანური წარმოშობისა და აქ ბუდას ქანდაკების არსებობის შესახებ. სინამდვილეში ტობავარჩხილის სახელწოდების არც ერთი ტბა არ არის ვულკანური წარმოშობის, ბუდას ქანდაკების მსგავს უნიკალურ ანარეკლს კი მყინვარის მიერ ყოველწლიურად გაპრიალებული მაღალი სიმკვრივის მქონე ქანი (კვარციტის ჩანართებთან ერთად) და აბსოლიტურად სუფთა წყალი იძლევა. ( ეს ანარეკლი ნამდვილი ფენომენია, იგი უნიკალური სანახაობრივი ღირებულების მქონე ობიექტია და ალბათ სწორედ ამიტომ მიიჩნია ჩვენმა წინაპარმა ტობავარჩხილი წმინდა ტბად).

2013 წლის სექტემბერში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტუს ხელმძღვანელობის მოწვევით მიწისქვეშა მდინარეების და ტბების შესწავლის მიზნით საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ ლიტველი მკვლევარები. მათ უკვე გააკეთეს პირველი შეფასებები კარსტული მდინარეების: მდ. ინწრას (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მდ.“დიძახის“ (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი), წაჩხურის (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ჩხარის (სენაკის მუნიციპალიტეტი) მიწისქვეშა მონაკვეთის შესაძლო კვლევებთან დაკავშირებით. პირველი კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ლიტველმა მეცნიერებმა უკვე დაგეგმეს 2014 წლისათვის ექსპედიციის მოწყობა. ვფიქრობთ, რომ ეგრისის ქედის ტობავარჩხილის სახელწოდების ტბებს მალე მიწისქვეშა ტბებიც დაუმშვენებენ მხარს და სამეგრელოს რეგიონიც გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი.

ტურისტული მარშრუტი: მუხური – ტობავარჩხილი – ხუდონი

სდდფ
მარშრუტის სანახაოებრივი ღირებულების მქონე ობიექტებია: შურუბუმის მღვიმე, „ლუგელას“ მინერალური წყლის
გამოსასვლელი ადგილი, მდ. გვალაშარას კანიონი საცურაო (ბუნებრივი) აუზებით, ღუნჯის ჩანჩქერი, მწვერვალი „ცაშკიბული“,
„ტობავარჩხილის ტბა“ (პატარა ტობა), დიდი „ტობავარჩხილი“, მაგანას ჩანჩქერი, მწვერვალი „ჭითაგვალა“. მარშრუტის სიგრძე 60კმ
(აქედან ტრანსპორტით 40კმ).

Leave a comment