მივხვდი – შემოდგომა ციდან იწყება

Autumn-steps18 ოქტომბრის საღამოა. ვზივარ მანქანაში, ფანჯარას გავცქერი პირდაპირ და ასე მგონია სამყარო თვალწინ მეშლება.
წვიმაა, ოღონდ ფოთლების წვიმა.
ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა, მგონია ყველა გზა აუცილებლად ტაძრამდე მიმიყვანს. . .
მივხვდი – შემოდგომა ციდან იწყება.
მართალი ყოფილა ქარჩხაძე, ,,თვალი გაქვს შეჩვეული კაცს, თორემ ყველაფერი სასწაულია” …
ბავშვობიდანვე მიყვარდა წელიწადის დროების გამორჩევა. კარგად მახსოვს, სკოლის პირველ წლებში მასწავლებელს ვთხოვე გაკვეთილი გარეთ ჩაგვიტარეთთქო, ახლა ცივა, მალე ზაფხული მოვა და გაგიყვანთო. მგონი, იმ დღის მერე გადამიყვარდა ზაფხული.
და შემიყვარდა შემოდგომა..
როცა რთველი დაიწყება და ჩემი მეზობლები რიგრიგობით წავლენ ყურძნის დასაკრეფად… მზისფერ მტევნებს ქვევრებში ჩაწურავენ და მარნებში მაჭრის სუნი დატრიალდება..
მერე ხეებს მზის სხივები ჩაეღვრებათ სხეულში და მიწა ნელ-ნელა დაიფარება სხავადასხვანაირად ყვითელი ფოთლებით… ჩემი ფერები დაბრუნდება და ყველაფერი უფრო თბილი იქნება, ვიდრე მწველ ზაფხულში…მერე ბებო თათარას მოადუღებს დიდი ქვაბით… ჩურჩხელებს ამოვავლებთ…
ნელ-ნელა ისევ აცივდება და უკვე ზამთარი მოპარავს დღეებს შემოდგომას…
დრო უნდა მეყოს ყველაფრის დასამახსოვრებლად…

By sophiebochorishvili

2 comments on “მივხვდი – შემოდგომა ციდან იწყება

დატოვე კომენტარი