დღეს ჩემი დაბადების დღეა და მინდა საკუთარ თავს ასეთი პოსტი ვაჩუქო.
ამბები გოგოებზე და არა მარტო.
დავიწყოთ სულ თავიდან.
არ მეგულება გოგო, ერთხელ მაინც არ ეოცნებოს ბალერინას კაბის ჩაცმა.
თუმცა რაღა დროს ბალერინობაა, ჩვენ ხომ … ❤
აჰ, სამზარეულოზე ვლაპარაკობდით….
ჩვენ და სამზარეულო… თუ მოვინდომეთ, ნამდვილი ჯადოქრები ვართ.
მერე რეცეპტსაც სიამოვნებით გაგანდობთ,
თუკი ტელეფონზე საუბარში არ გავერთეთ.
ან ყავის სმაში არ გაგვეპარა დრო
ჩვენ არასდროს ჩავდივართ პურის საყიდლად სახლის ფორმით
ვინ იცის ვინ შეგხვდება
ჰო და ყოველ დილას გვიწევს ისეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა მაგალითად რა ჩავიცვა და რომელი ფეხსაცმელი უფრო მოუხდება?
ამის გამო, ლამისაა დაგვაგვიანდეს ხოლმე შეხვედრებზე
თუმცა ჩვენ ხომ შეუდარებლები ვართ მიზეზების მოგონებაში.
უკვე გზაში ვარ…
სინამდვილეში კი?
თუმცა, გვეპატიება
ჩვენ ხომ ყოველთვის იდეალურად უნდა გამოვიყურებოდეთ
ამისთვის კი რა გვჭირდება?
რა თქმა უნდა, ყველაზე საოცარი ადგილი მსოფლიოში.
იქ დრო შესანიშნავად გადის, განსაკუთრებით თუკი შენი მეგობრებიც გვერდს გიმშვენებენ
კმაყოფილი ტოვებ სალონს
და მაინცდამაინც იმ დღეს ამოვარდება ქარი
გაწვიმდება
ააახ, მთელი ორი საათის წვალება წყალში არ გეყრება? მაგრამ შენ ხომ გოგო ხარ… JUST RElAX
ყველაფერი კარგად იქნება, ანუ ზუსტად ისე, როგორც შენ გინდა
რადგან დასვენების დროა
და კიდევ ათასი თავგადასავლის მეგობრებთან
და არა მარტო მათთან
მადლობა ყურადღებისთვის