ვიტამინების დეფიციტი: რატომ ჩნდება და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გზაზე, ვიტამინები და მიკროელემენტები გვეხმარებიან ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, მაგრამ ექიმები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ პაციენტების უმრავლესობა საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის. 

vitaminebi

ახალი დრო

ბოსტნეულსა და ხილში სასარგებლო ელემენტები არსად გამქრალა, მაგრამ დროთა განმავლობაში, მათი ხარისხი და რაოდენობა იკლებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრი მწარმოებელი ხილს სწრაფად ზრდის, რათა უფრო სწრაფად გაყიდოს, ვიტამინებს კი დრო არ რჩებათ დაგროვებისთვის. თავად ნიადაგი კი, რომელშიც თანამედროვე ბოსტნეული და ხილი იზრდება, ნაკლებ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს. 

უფრო მეტიც, თანამედროვე ადამიანები ხშირად არიან ჩაძირულნი თავიანთ საზრუნავში და სათანადო ყურადღებას არ აქცევენ რაციონს. თუ არ მიირთმევთ მრავალფეროვან კერძებს, საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიღება კიდევ უფრო რთულდება.

აქტუალური გარემოებები

ბოლო წლებში D ვიტამინის დეფიციტი სულ უფრო ხშირად გვხვდება და მზიანი ამინდიც კი ვერ უმკლავდება ამ პრობლემას: დღეს ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან ან დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ატარებს. D ვიტამინის საჭირო რაოდენობით სინთეზირება შეუძლებელია, თუ დღეში 30 წუთზე მეტს არ ატარებთ გარეთ.

ბევრს სჯერა, რომ ისინი საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებენ, რადგან ხშირად ამზადებენ კერძებს ბოსტნეულით, მაგრამ თერმული დამუშავების დროს, ხილში შემავალი ბოჭკოს ნახევარზე მეტი კარგავს სასარგებლო თვისებებს. დეფიციტის ასანაზღაურებლად საჭიროა რეგულარულად მიირთვათ ცოცხალი ბოსტნეული და ხილი. ეს კი ბევრს ავიწყდება.

დეფიციტის წარმოქმნას ასევე განაპირობებს საქართველოს ქალაქების სანაპიროდან დაშორება. სასიცოცხლო მნიშვნელობის ომეგა-3 და იოდი დიდი რაოდენობით გვხვდება თევზსა ​​და ზღვის პროდუქტებში, რომლებიც სუფრაზე იმაზე ნაკლებად გვხვდება, ვიდრე საჭიროა.

იმუნიტეტის პრობლემები

იმუნიტეტი ჩვენი თავდაცვის მექანიზმია. თუ ის დასუსტებულია, მაშინ ადამიანი ხშირად ავადდება, თავს დეპრესიულად გრძნობს და სხეულის სისტემებში სხვადასხვა პრობლემები აღენიშნება. იმუნიტეტზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: კვება, ძილი, საკვების ბუნებრიობა და მავნე დანამატების რაოდენობა, სტრესის დონე თუ გარემოს დაბინძურება. ამ ყველაფერს ადამიანი ვერ აკონტროლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით გაძლიერება. 

იბადება შეკითხვა: რომელი ვიტამინები უნდა მივიღოთ?

მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალურად შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო სასარგებლო მიკროელემენტები, მაგრამ არსებობს რამდენიმე ვიტამინი, რომელთა მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვიტამინი D

ვიტამინი D: ჯანსაღი ძვლებისა და ძლიერი იმუნური სისტემის საიდუმლო. ეს ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს შეიწოვოს კალციუმის, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის. D ვიტამინის დეფიციტის დროს ორგანიზმი უფრო ხშირად ავადდება, ამიტომ ცივ სეზონზე მაინც მნიშვნელოვანია D3 ვიტამინის მაღალაქტიური კურსის გავლა.

იოდი: ეს ელემენტი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მეტაბოლიზმზე. ის ორგანიზმს საშუალებას აძლევს გამოიმუშაოს ჰორმონი თიროქსინი, რომელიც უკავშირდება თბორეგულაციას, უჯრედების გაყოფას,  წყლისა და მარილის რეგულირების პროცესს. ამ მიკროელემენტის მიღების ყველაზე მარტივი გზაა იოდიზირებული მარილის გამოყენება სამზარეულოში, ზღვის პროდუქტების ჩართვა რაციონში და იოდის შემცველი ვიტამინების მიღება. 

იოდი

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია გულის, თვალისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის. ისინი ხელს უწყობენ ქოლესტერინის შემცირებას და აძლიერებენ იმუნიტეტს. კვლევების თანახმად, ისინი ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკს. გარდა ამისა, ომეგა-3 ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს დეპრესიის რისკს. ამ მიკროელემენტის მიღება შესაძლებელია ზღვის თევზისგან, ბუნებრივი ზეთისხილის ზეთისა და თხილისგან.

ომეგა 3

ანტიოქსიდანტები: თავისუფალი რადიკალები აზიანებენ უჯრედებს და აჩქარებენ დაბერების პროცესს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ანტიოქსიდანტების მიღება: ვიტამინები A, E და თუთია. ცივ სეზონზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ ორგანიზმმა მიიღოს საკმარისი ვიტამინი C, რომელიც აჩქარებს აღდგენის პროცესებს და გავლენას ახდენს სხვა მიკროელემენტების შეწოვაზე.

ანტიოქსიდანტი

ცელულოზა: მართალია ცელულოზა არ შეიწოვება ორგანიზმში, მაგრამ მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას და ტვინის აქტივობის გაზრდას. ასევე ცელულოზა წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების წყაროს. თუ არ ხართ მიჩვეული დღეში რამდენიმე სახეობის ხილის ჭამას, თანაც კანიანად, მაშინ სცადეთ ვაშლის პექტინის კაფსულების მიღება. ამისთვის თქვენი ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით. 

ცელულოზა

კოლაგენი: ეს არის ცილა, რომელიც არის სხეულის შემაერთებელი ქსოვილის საფუძველი. ამ მიკროელემენტის დეფიციტის შემთხვევაში, კანი ხდება მოშვებული და არაელასტიკური, რაც შეეხება ფრჩხილებსა და თმას – ისინი  მტვრევადი ხდება, ხოლო სახსრებზე პრობლემები აღინიშნება . პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ამინომჟავებს და ცილებს, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს: ზღვის პროდუქტები, ციტრუსები, პარკოსნები. ამ ნივთიერების ნაკლებობის კომპენსირება შეგიძლიათ ზღვის კოლაგენის დახმარებით. ჩვენი რეკომენდაციაა აირჩიოთ ამ ელემენტის თხევადი ფორმა, რადგან უფრო სწრაფად შეიწოვება და უფრო შესამჩნევ შედეგს იძლევა.

კოლაგენი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ვიტამინების მიღების წესები

ვიტამინები ინდივიდუალურად უნდა აირჩიოთ, სხვა ადამიანებთან შედარების გარეშე. სანამ რაიმე ბიოლოგიური დანამატის მიღებას დაიწყებთ, უნდა გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო ზედოზირება ან, პირიქით, მიკროელემენტების ძალიან მცირე დოზის მიღება.

ვიტამინის დანამატების რაციონში ჩართვამდე უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევები და გაიკეთოთ ანალიზები. ეს საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ რა პრობლემა აქვს თქვენს სხეულს და რისი მიღება გჭირდებათ. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია   დაგინიშნოთ თქვენთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების კურსი.

შეიძინეთ ვიტამინები მხოლოდ სანდო მაღაზიებიში, რომლებსაც აქვთ ხარისხისა და ბუნებრიობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ასეთია, მაგალითად, iHerb.. ეს არის ამერიკული ონლაინ მაღაზია, სადაც წარმოდგენილია 30000-ზე მეტი ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტი. აშშ-დან საქართველოში პირდაპირ მიწოდებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. თანაც, ნოემბრის თვეში,  iHerb-ზე  მეგა ფასდაკლებები იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომ  თვალი ადევნეთ ვებსაიტზე არსებულ შეთავაზებებს! შესაძლო უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად და მათ უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, არ დაგავიწყდეთ აქტიური ნივთიერებების დოზებისა და კონცენტრაციების გულდასმით შესწავლა.  iHerb-ის ბაზარზე ყველა ბიოლოგიური დანამატი გადის მკაცრ კონტროლს, აქვს ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თითოეულ პროდუქტში განსაზღვრული სასარგებლო მიკროელემენტების ზუსტი დოზა.

გახსოვდეთ, რომ ვიტამინები ეფექტურია, როდესაც მიიღება მკაფიო კურსის შესაბამისად, კონკრეტული სახის დეფიციტის კომპენსაციისთვის. ანალიზების გაკეთება დანამატების მიღებამდე და ასევე, კურსის დასრულების შემდეგ, დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ პროგრესს და არეგულიროთ სასარგებლო მიკროელემენტების დოზირება. დაიმახსოვრეთ, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა რეკომენდებული!

ასევე წაიკითხეთ