ახალი ამბები

უშიშროება სწავლობს ინფორმაციას საავიაციო ქარხანასთან დაკავშირებით

(თბილისი, 13 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების სამინიტრო სწავლობს ინფორმაციას თბილისის საავიაციო ქარხნის სპეციალისტების მიერ ირანული მოიერიშე “სუ-25”-ების შესაძლო რემონტის თაობაზე.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა გაავრცელა ცნობა, რომ 2002 წელს ირანში იმყოფებოდნენ ქართველი სპეციალიტები სამხედრო თვითმფრინავების რემონტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის.

“ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ ინფორმაციას. ეს არის ჯერ-ჯერობით რისი თქმაც შემიძლია”, – განუცხადა 13 იანვარს “სივილ ჯორჯიას” უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button