Jump to content
Club-Monadire.Ge

გერმანული უხეშბანლიანი მეძებარი-დრათჰაარი


Recommended Posts

დრათხარისტებო ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, დრათხარი და იანგი ორივე უნივერსალურები არიან და რომელი უფრო დამჯერი ჭკვიანი და სანადიროდ კაი ვარიანტია? არაა მთლად ნორმალური შრკითხვა მარა შეძლებისდაგვარად იქნებ მითხრათ რამე. იანგი ახალი შემოსული ჯიშია არც დრათხარი მყოლია და რომლის აყვანა უფრო გამომადგება მაინტერესებს, ნუ სადაც ვნადირობ ეკალი ბარდი და უხეში მაღალი ბალახი.

Link to post
Share on other sites
  • Replies 744
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ალიკ

 

იაგტერიერი მყავდა მე,ეხლა დრათჰაარი მყავს,მცირედი გამოცდილება ასე თუ ისე მაქვს მაგ საკითხში.მეც ვიდეოებიდან და ლიტერატურიდან მჯეროდა იაგის უნივერსალობის,მაგრამ ბოლომდე ვერ გაამართლა ჩემი იმედები (ფრინველზე ნადირობას ვგულისხმობ)შემიძლია თამამად ვთქვა რომ

1)დიდ ბალახში მოძრაობა ძალიან უჭირს

2)მისი ზომიდან გამომდინარე ვერასდროს დაადგენ სად არის

3)იმდენად გამჯდარი აქვს სისხლში სოროზე ნადირობა რომ თუ სადმე ყანაში თაგვის სოროს ნახავდა იმ წუთას მის ამოთხრას იწყებდა (მაგ მომენტში ყველაფერი ეკიდა,ისიც კი ამერიკის პრეზიდენტი ზანგი რომ არის)

4)ნაბულს არასდროს გააკეთებს

5)წყალში შედის აპორტს აკეთებს,მაგრამ დიდი ჭილებში ვერ მოძრაობს(ზომიდან გამომდინარე,ძალა არ ჰყოფნის)

6)თავის საქმის პროფესორია (ნუტრია,მაჩვი,მელა)

მაგრამ მე მაინც ძალიან მომწონს იაგტერიერი,ძალიან ვაჯკაცი და გულადი ძაღლებია,ზადნს სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ აძლევენ ხოლმე,ავიყვან ალბათ ისევ მაგრამ მხოლოდ წვრილ ცხოველზე გამოვიყენებ !!

ეხლა რაც შეეხება დრათჰაარს

1)რაც ზემოთ ჩამოვთვალე ამ ყველაფერს იდეალურად ასრულებს

2)ზდევაში არა მგონია ჩემ მხეცს თავის ცხოველური ძალიდან გამომდინარე იაგი დაუდგეს!

3)ინადირებ დრათჰაარით ყველა სეზონზე,ზამთარში ნახავ რამხელა უპირატესობა აქვს სხვა ჯიშებთან შედარებით(გასულ წელს ჩემი ლეკვი 5 თვის იყო და სხვა ძაღლები რომ ხელით გადაიყვანეს არხზე გადებულ საცალფეხო ხიდზე,ჩემი ლეკვი ცურვით გადმომყვა.

4)ეკალ ბარდში შედის კი არა კაფავს გულით,ნამოსახლარს ამგვანებს იქაურობას!

5)თუ დრათჰაარის აყვანას გადაწყვეტ,უნდა იცოდე რომ ძალიან მტკიცე და გერმანული ხასიათი აქვს,განსაკუთრებით ხვადები ძალიან ჯიუტები არიან !

6)არის ძალიან ბინძური ძაღლი,ხორცით რომ გახეთქო ნაჭამი,გავა და ნაგავს ამოქექავს მაინც!

 

დასკვნა:პური მეპურემ უნდა გამოაცხოს !!!

 

მე პირადად თავთავიანთ საქმეში ამ 2 ჯიშის ფანი ვარ და ფავორიტად ვთვლი,ძალიან მომწონს ამ 2 ჯიშის ტანდემი.სანადიროდ გასულ კაცს,რომელსაც ეს 2 ძაღლი გახლავს თან დიდი შანსი გაქვს შინ ხელცარიელი არ დაბრუნდე,რადგან თავიანთ საქმეში ორივე პროფესორია !!!

Link to post
Share on other sites

ნამდვილად 2ვე კარგი ჯიშია, მაგრამ უნივერსალური მაინც ხმამაღალი ნათქვამია ნებისმიერ ჯიშზე. მეძებარს ვერასდროს ექნება მდევარზე უკეთესეი დევნა და პირიქით, მდევარი ისე ლამაზად ვერ იმოძრავებს მინდორში. ერთ კარგ გადაცემას ვუყურე დათჰაარებზე, გამოცდილი მონადირეები იყვნენ და ზუსტად ეს იყო თემა, დრათჰაარის უნივერსალურობა. გაიხსენეს უამრავი ისტორია, შეაქეს ძალიან, თუმცა როდესაც გადავიდნენ ნადირზე ნადირობაზე, ერთხმად აღიარეს რომ ზედმეტად თავდაჯერებული და ნაკლებად ფრთხილი ჯიშია ნადირთან ურთიერთობისას, მაგალითად ერთერთი მოყა თავისი ძაღლის ისტორია, თუ როგორ ატარა 150 კმ შუაზე გახსნილი დრათჰაარი ვეტექიმამდე, ტახზე ნადირობისას ტახმა იმარჯვა სამწუხაროდ. ნადირზე სანადიროდ ნამდვილად ვერ აჯობებს მეძებარი მდევარს, დანარჩენად დრათჰაარი ნამდვილად ამტანი და მუშა გერმანელია.

 

იაგტერიერი კი ბოლომდე გულია და კუნთი, კამიკაძისავით უკან არასდროს იხევს, "მაიტა ნასოსი" ძაღლია :haha:

Edited by ქორიჯი
Link to post
Share on other sites

 

5)თუ დრათჰაარის აყვანას გადაწყვეტ,უნდა იცოდე რომ ძალიან მტკიცე და გერმანული ხასიათი აქვს,განსაკუთრებით ხვადები ძალიან ჯიუტები არიან !

6)არის ძალიან ბინძური ძაღლი,ხორცით რომ გახეთქო ნაჭამი,გავა და ნაგავს ამოქექავს მაინც!

 

ყველაფერში დაგეთანხმები მეგობარო ამ 2 საკითხის გარდა..

ნაგვის ქექვა და ჭამა გენეტიკის ბრალი არაა, აღზრდის საქმეა.. მტკიცე გერმანულ ხასიათს კი მე ზუსტად ამ ჯიშის პლიუსად მივიჩნევ და სულაც არ არის აუციებელი ეს სიჯიუტეში გამოვლინდეს, ან გადაიზარდოს..

ჩემი ძაღლის ფსიქოლოგიიდან თუ შეიძლება ზოგადად ამ ჯიშზე მსჯელობა, ვერ შევადრი ვერცერთ ჯიშს რომელთანაც შეხება მქონია აქამდე, წარმოუდგენლად ჭკვიანი და დამჯერია..

თუ ვერ აუღე ალღო და ვერ გაიცანი შენი ოთხფეხა მეგობარი ბოლომდე, მგონი მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს სიჯიუტეში გადაიზარდოს..

ამის წინ ლაბრადორი მყავდა, სულ ვანადირებდი და არ დავიშურე ძალღონე მის გასაწვრთნელად, მაგრამ აპორტირების მეტი მისგან ვერ მივიღე ვერაფერი და ვერაფრით გადავაჩვიე მსუნაგობას..

ჩემი დრათჰაარი ნაგავს კი არა საჭმელს არ შეჭამს კეთილი ნებით თუ არ მივეცი და მოვეფერე.. გამიგია მეც ხშირად რო ჯიუტები არიან ხვადები, მაგრამ საკუთარი მაგალითი ნამდვილად ეწინააგმდეგება ამას : ]

კიდევ იაგდტერიერთან დაკავშირებით შეიძლება ისიც ითქვას რომ აგრესიული ძაღლია, არ არის რეკომენდირებული იქ სადაც ბავშვები არიან თუნდაც, რასაც ვერ იტყვი დრთჰაარზე..

Link to post
Share on other sites

ქუთათური

ქორიჯი

გიორგი ჟორჟოლიანი

მადლობა ყველას

ეხლა უნდა ჩამომიყვანონ მოსკოვიდან დრათხარის ლეკვი და ათასი აზრი მიტრიალებს თავში, ჯერ არ მქონია შეხება ამ ჯიშთან

Link to post
Share on other sites

დრათჰაარები საოცარი ძაღლებია,არასოდეს ვიღლები დრათჰაარებისა და კურცჰაარების ქებით,ძალიან მიყვარს,თუნდაც ნაკლად ან ახირებად ჩამითვალეთ!!!!!დღეს მკერდამდე გაუვალ,ეკლიან ბალახში ვანადირე ჩემი გიჟები,სხვაგან არ იჯდა ღალღა,დედა უტირეს, ზედ ლულაზე დამიჯინეს 9 ცალი!!!!!!ყველაფერი აღზრდაზეა,არავითარი ჯიუტობა და სიბინძურე!!!!

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მოკლედ ცუდი ამბავი შემემთხვა დრათხარის ლეკვი ამჯერდ ვერ ჩამომიყვანეს ყველგან მოვძებნეთ მარა იმენა სუფთა სისხლი რომ იყიდო 4-5 თვე მინიმუმ რიგში უნდა იდგეო თან 40 000 რუბლი ღირებულა ფული ჯანდაბას მარა ვერ ვიშოვეთო და მომავლისთვის გადამედო ალბად მემრისამდე :karochera: :karochera: :karochera: სამაგიეროდ ანტირადარი ჩამომიტანეს ხოშიანად მუშაობს

Link to post
Share on other sites

ალიკა არ გრცხვენია? რისთვის ვარ აქ მე? თუ რუსეთიდან გინდა ლეკვი ვერ იტყვი? ჩემზე უკეთესად ვინ გირჩევს გერმანული მეძებრების ამბავს. კონტინენანტალურ მეძებრებს ბევრი საერთო შეჯიბრებები გვაქვს და დრატების საუკეთესო წარმომადგენლების უმრავლესობა პირადად მყავს ნანახი შეჯიბრერებზე ან საერთო ნადირობის დროს. ბევრი მეგობარი და ნაცნობი ექსპერტი მყავს ამ ჯიშის მფლობელებიდან/ ვმეგობრობ რუსეთში ამ ჯიშის ნაციონალური კლუბის (НКП) პრეზიდენტთან და ა.შ.

გამოგზავნის ამბავსაც დაადგამს კაცი თავს, თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვს. 40 000 ღირებული დრატის ლეკვი უნდა იყვეს სუპერ მშობლების შვილი. კითხე ერთი მაინც ვის ლეკვებს გთავაზობდნენ.

Link to post
Share on other sites

გუშინ საველე გამოცდებზე ნემომ აიღო მეორე ხარისხის დიპლომი, პირველხარისხოვანი შეფასებით ყნოსვაში - 884 !!! სამწუხაროდ იმის გამო, რომ, მე თვითონ ვიჩქარე და მიტანების შემდეგ 2-ჯერ მივეცი ბრძანება გასაჩერებლად (არადა გაჩერებული იყო და საერთოდ არ აპირებდა გადევნებას), ძაღლს დავაკარგინე პირველი ზარისხის დიპლომი. 2 კარგი მუშაობის შემდეგ, ძაღლმა მესამე დუპელი შორიდან იყნოსა და შემდეგ საერთო ჯამში 22 მეტრიდან ამოაფრინა. მისცეს გადაადგილებულ ფრინველზე მუშაობის ნებართვა, პირველი ხარისხის დიპლომის ასაღებად (ეს აუცილებელი პირობაა, რომ, ძაღლს მიენიჭოს პირველი ხარისხის დიპლომი) . ნემომ გადაადგილებული ფრინველიც დაამუშავა 20 მეტრზე მეტი სიშორით ( პირველი ხარისხის დიპლომისათვის საჭიროა 18-ზე მეტი, თუ ჭაობის ფრინველია, და 12 მეტრზე მეტი თუ მინდვრის (მწყერი, გნოლი )). მაგრამ, მომზადება და გაწაფოლობაში არ გვეყო ქულები. პირველი ხარისხის დიპლომის ასაღებად საჭიროა, რომ ამ ელემენტებში მინიმუმ 7 და 7 გქონდეს (10 ქულიდან). ჩვენ კი მხოლოდ 6 და 6 მივიღეთ. ნემო ცოტა ამოვარდნილი იყო კალაპოტიდან, რაც ისევ ჩემი ბრალია. წინა დღეს ჩამოვიდა პატრონი სტალინგრადიდან (ვოლგოგრადიდან) და იმის მაგივრად ძაღლი და პატრონი რომ განმეცაკლებინა, ერთობლივი ნადირობა მოვაწყვეთ. ღამეც ერთად გაათენეს და მეორე დღეს ძაღლმა ჩემი ბრძანებების იგნორირება დაიწყო. იძულებული ვიყავი ბრძანებები გამემეორებინა და აქედანაც შედეგი.

ისე მართალი გითხრათ, პირველი ხარისხის დიპლომი მეორე გამოსვლაზე ჩერეზჩურ მაგარი შედეგი იქნებოდა, მაგრამ მე რეალურად მესმის, რომ ნემოსათვის ეს ჯერ ნაადრევია (მაგას კი არა, ჯერ დედამისს, ჩემს კარმენს არა აქვს პირველი ხარისხის დიპლომი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ამ ძაღლთან, ყველაფრის დასახვეწად და განსამტკიცებლად. თვითონ მეორე ხარისხის დიპლომიც ძან დიდი წარმატებაა ნებისმიერი მეძებარი ძაღლისთვის, მითუმეტეს ისეთისთვის, რომელიც თვენახევრის წინ, 2,5 წლის ასაკში ნაბულზე არ დგებოდა და სდევნიდა ფრინველს.

 

ნემო და ჩვენი გალელი ძმა რამაზ ქარდავა

 

h-2041.jpg

 

გამოცდების წინა დღეს (რად გვინდოდა :karochera:, უბრალოდ გვევარჯიშა აჯობებდა)

 

h-2044.jpg

Link to post
Share on other sites

მადლობა!

ისე შემეშალა, კურცჰაარებში მინდოდა დამედო ეს ინფორმაცია :karochera: . მოდერატორებო, იქნება გადაიტანოთ იქით :hi3:

Link to post
Share on other sites

გილოცავ კობა,მშვენიერია მეორე ხარისხის დიპლომი!!!!მოხიბლული ვარ შენი აღსაზრდელებით და აღზრდილებით,დიდებული პედაგოგი ხარ!!!!! :*

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ბიჭებო! სასიამოვნოა, როდესაც შენს ჯაბა-ნაშრომს შედეგი მოაქვს. ეს ყველაფერი შეუძლებელია თუ ძაღლს ბუნებრივი მონაცემები არა აქვს. პირველ რიგში ფსიქიკა და ყნოსვა მაქვს მხედველობაში. მე თვითონ არ ველოდი, რომ ასე მალე მივაღწევდი ნემოსთან ერთად წარმატებებს, რადგანაც ძაღლს უკვე ქონდა გაწვრთნა-დაგეშვის ეტაპი გასული და თანაც უარყოფითად. ჩემი აზრით იმ ექსპერტმა, რომელიც წვრთნიდა ნემოს, სპეციალურად გააფუჭა ძაღლი. მას თვითონ ყავს თითქმის ამ ასაკის ხვადი, ჩემი მერის შვილიშვილი (კარმენის ძმისშვილი), და ასეთი სახით შეეცადა კონკურენტის მოშორებას.რუსეთის სამხრეთში იციან ასეთი რაღაცეები.

Link to post
Share on other sites

კობა

კობა მაშინ მოგწერ როდესაც ჩემები აქეთ წამოსვლას გადაწყვეტენ და რამე იქნებ შეარჩევინო (დრათხარი მინდა) ოღონდ ეგენი მოსკოვში ცხოვრობენ და შენ ხო პიტერში ცხოვრობ?

 

ისე დავდივარ ხომე რუსეთში და ვეტყვი ცოლისძმას შენთან ჩამომიყვანოს

Edited by alika-alika
Link to post
Share on other sites

ნახეთ დრათჰაარი რეებს აკეთებს:

ჩვენ გვყავდა დრადჰარი. ეს იყო უუუუჭკვიანესი და უუუუუთბილესი არსება. ცოტა ეჭვიანიც იყო და აშკარად გამოხატავდა ამ თვისებას.

Link to post
Share on other sites

კობა

კობა მაშინ მოგწერ როდესაც ჩემები აქეთ წამოსვლას გადაწყვეტენ და რამე იქნებ შეარჩევინო (დრათხარი მინდა) ოღონდ ეგენი მოსკოვში ცხოვრობენ და შენ ხო პიტერში ცხოვრობ?

 

ისე დავდივარ ხომე რუსეთში და ვეტყვი ცოლისძმას შენთან ჩამომიყვანოს

 

მე არ ვამბობ, რომ ლეკვი აუცილებლად პიტერიდან იქნება. შემატყობინე როდისთვის იქნები მზად და ვნახოთ იმ პერიოდში, ან ახლო მომავალში, სად იქნება კარგი დართვა ან ლეკვები.

Link to post
Share on other sites

კარგი წინადადება. ორი წლის წინ ინტენსიურად ვეძებდით და კობა მაშინ რომ გამოჩენილიყო, ხომ გვეყოლებოდა ახლა კაი სისხლის გერმანული.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...