OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ალექსანდრე დვალიშვილი

ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
5 (2)
ალექსანდრე დვალიშვილი

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ალექსანდრე დვალიშვილიკავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგთა გუნდს 2021 წლიდან შემოუერთდა. 2015 წელს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია. 2015-2017 წლებში მან გაიარა ორდინატურა ნეიროქირურგიის მიმართულებით ბელარუსიის დიპლომისშემდგომ სამედიცინო აკადემიაში. 2017-2019 წლებში სწავლობდა შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ დიპლომისშემდგომი განათლების ცენტრში, ნეიროქირურგიის მიმართულებით. 2018 წელს გაიარა სტაჟირება ნეიროქირურგიულ განყოფილებაში „შარიტე საუნივერსიტეტო კლინიკაში“. 2019 წელს გაიარა ინტენსიური გადამზადების კურსი ენდოვასკულური (სისხლძარღვოვანი) ნეიროქირურგიის მიმართულებით, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტში,მინსკი. 2019 -2022 წლებში იგი იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტი. 2022 წელს მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2019 წლიდან მას ასისტენტის აკადემიური თანამდებობა უკავია ნეიროქირურგიის მიმართულებით.

 

 ალექსანდრე დვალიშვილი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო კონფერენციის და სამეცნიერო სემინარის აქტიური მონაწილეა. ის ასევე არის, საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის გამგეობის წევრი. ამჟამად, მას გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის საერთაშორისო, იდექსირებად ჟურნალებში.

პაციენტების შეფასება
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
5 (2)
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ