„გარდენია“ დალუქეს

სულ ნახვები : 371
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცოტა ხნის წინ „გარდენია“ დალუქეს.  როგორც ცნობილი გახდა, ტერიტორიაზე გამართულ ქორწილთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე, შრომის ინსპექციამ ობიექტის მფლობელი 2000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით კიდევ 6 ობიექტი დაჯარიმდა და 5 დაილუქა. 

უწყების ცნობით,  დარღვევები რეკომენდაციებს კრიტიკულად არ შეესაბამებოდა. 

"მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია". - წერია შრომის ინსპექციის განცხადებაში. 

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა.

დაჯარიმდა 46 ბიზნესოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.



Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა