წელს საქართველოში კოვიდით 5 ათასი ორსული დაინფიცირდა

სულ ნახვები : 201
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„წელს, ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ საქართველოში 5 000-ს მიაღწია. ამ დროისთვის კი, ერთდროულად, 40-დან 50-მდე ორსულია ინფიცირებული,“ - განაცხადა დღეს, 7 სექტემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, 2020 წელს ორსულებში ინფიცირების 1 300 შემთხვევა იყო და აქედან გარდაცვალების შემთხვევა - მხოლოდ ერთი.

„წელს, ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ საქართველოში 5 000-ს მიაღწია. ამ დროისთვის კი, ერთდროულად, 40-დან 50-მდე ორსულია ინფიცირებული. მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი 0.3% იყო, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით დაბალია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მძიმეა ორსულის და ბავშვის გარდაცვალება, რისი შემთხვევებიც გვქონდა - განაცხადა გაბუნიამ.

 ავტორი: ლუკა წიქარიშვილი 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა