12 წლის შემდეგ პირველად - საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირეს

სულ ნახვები : 1,136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

12 წლის შემდეგ პირველად, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა საქართველოში ჯიქი, იგივე ლეოპრადი, კვლავ დააფიქსირა, - ინფორმაციასა და ფოტოს ფონდი სახეობათა კონსერვაციის ცენტრი "ნაკრესი" ავრცელებს.

"12-წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში. ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) აგვისტოში გადაღებული ფოტო დღეს აღმოვაჩინეთ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენ მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას. ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებულ ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა