რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა

სულ ნახვები : 619
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა  მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ 24 თებერვლის ღამის შემდეგ რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი  უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ მან  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

არესტოვიჩმა თქვა, რომ შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად. 

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ, საუბარია,  10-მდე მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაზე.

არესტოვიჩის თქმით, ყველაზე მძიმე  ვითარებაა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებშია,  სადაც მძიმე ბრძოლები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის ამ წუთებში გრძელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა