პროკურორი სასჯელის გადავადებაზე: როცა აღნიშნული საკითხი წყდება, სამართალწარმოების პროცესი უნდა იყოს დასრულებული

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა  განაცხადა და განმარტა, რომ მას სურს სასჯელი გადაუვადდეს. აქვე განვმარტავ, როცა აღნიშნული საკითხი წყდება, სამართალწარმოების პროცესი უნდა იყოს დასრულებული, ჩვენ საქმეზე სამართალწარმოება მიმდინარეობს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

ვეფხვაძის თქმით, „დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ ძებნილ, მსჯავრდადებულ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს  ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ ძებნილ, მსჯავრდადებულ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს  ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ის კანონდარღვევით შემოვიდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია ბევრად ადრე ჰქონდათ და აღნიშნულის კონტროლი გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში იყვნენ",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, დღეს 24 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კიევში გადაიყვანონ, საპასუხოდ კი პირობას დებს, რომ „პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვა“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა