ომიდან თავის დასაღწევად ფეხებს იმტვრევენ, სტრესის დასავიწყებლად თვრებიან, - უშიშროება ბარბაროსების საუბრებს ავრცელებს (ვიდეო)

სულ ნახვები : 850
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული არმიის წვევამდელები ვერ უძლებენ უკრაინის ომის ფსიქოლოგიურ წნეხს - ზოგი მათგანი თავის დასაღწევად ძალით ინვალიდდება,  ზოგი - ალკოჰოლით ცდილობს საშინელი მოგონებების დავიწყებას. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვის მიერ გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით იტყობინება, რომლებშიც ოკუპანტები   ერთმანეთს ან ნათესავებს ესაუბრებიან. 

გავრცელებულ აუდიოში  ორი წვევამდელი საუბრობს:

"ეს გარყვნილი არსებები არიან, ერთმა ფეხი განზრახ მოიტეხა, მეორემ თქვა, რომ კარტუზია მიიღო  და  დედ-მამაც კი დაავიწყდა"- უყვება ერთი სამხედრო მეორეს. 

ჩანაწერებიდან ასევე ჩანს, რომ  რუსი სამხედროების ახლობლები ჯარისკაცების მიმართ არანაირ ემოციასა და თანაგრძნობას არ გამოხატავენ.   მხოლოდ ე.წ „სპეცოპერაციის“ ჩავარდნა აწუხებთ და ყველაფერში ნატოს ადანაშაულებენ. 

"უბრალოდ ნუ დათვრები, ეს ნამდვილად არ გჭირდება... კარგი, წახვალ ფსიქოლოგთან."- ეუბნება ოკუპანტ ჯარისკაცს  ნათესავი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა