არავითარი იურმალა აღარ იქნება! - კირკოროვს, ვინოკურსა და პეტროსიანს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ

სულ ნახვები : 504
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლატვიის მთავრობა აგრძელებს რუსი ხელოვანების  „შავი სიის“ შევსებას. სამარცხვინო სიაში უკვე გამოჩნდნენ ბეზრუკოვი, ბოიარსკი, ჩიჩერინა და სხვა რაშისტი ვარსკვლავები.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.  რადგან ახლა ლატვიაში შესვლა რუსეთის სცენის მეფეს ფილიპ კირკოროვს,  ასევე კომიკოსებს: ევგენი პეტროსიანსა და ვლადიმერ ვინოკურს და ტანვარჯიშის  მწვრთნელს ირინა ვინერ-უსმანოვას აუკძრალეს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუს ხელოვანებს განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა.

‘’საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადავწყვიტე რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში შემეტანა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები კირკოროვი ფ., ვინოკურ ვ., პეტროსიან ე. და ვინერ-უსმანოვა ი. ლატვია აწესებს ლატვიაში შესვლის განუსაზღვრელი ვადით  აკრძალვას’’  - განაცხადა ლატვიის დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ედგარ რინკევიჩმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ახლა რუსები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ომს, ვერ დაესწრებიან იურმალას ფესტივალს. შესაბამისად ღონისძიება ჩავარდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ,  ნიკოლაი ბასკოვი ლატვიაში პერსონა ნონ გრატად მას შემდეგ გამოაცხადეს,  რაც მან  უკრაინაში ომი რუსულენოვანი მოსახლეობისთვის აუცილებელი ღონისძიებად მიიჩნია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა