ახალი სატელიტური სურათები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ფართო განადგურებას აჩვენებს

სულ ნახვები : 262
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს იმ განადგურებას, რაც რუსეთის დაბომბვამ მოახდინა კომპლექსზე. 

Maxar Technologies-ის 12 მაისს გადაღებულ სურათებზე ჩანს ძლიერ დაზიანებული საწარმო  ზემოდან. 

აზოვსტალი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება რუსული ძალების მხრიდან.

ევაკუაციის მცდელობებამდე, კომპლექსში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო ქალაქის ბოლო უკრაინელ დამცველებთან ერთად. 

დაწესებულებაში მყოფმა უკრაინელმა ოფიცერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ყველა  მშვიდობიანი მოქალაქე სავარაუდოდ ევაკუირებულია, თუმცა მან დასძინა, რომ მუდმივი დაბომბვის გათვალისწინებით რთულია ქარხნის მასშტაბით ვითარების სრული შემოწმება. 

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ "ძალიან რთული მოლაპარაკებები" მიმდინარეობს ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციასთან დაკავშირებით, რუსი სამხედრო ტყვეების სანაცვლოდ. 

ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ასეული ჯარისკაცი კვლავ მარიუპოლის ბოლო უკრაინულ დასაყრდენზეა. მათმა ოჯახებმა ემოციური მიმართვა გაუგზავნეს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მოუწოდეს მას "იყოს გმირი" და დაიწყოს ქარხანაში დარჩენილი მებრძოლების extraction-ის პროცედურა. (მესამე ქვეყანაში გადაყვანა)

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა