თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ექიმები მივიდნენ

სულ ნახვები : 269
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე, მისი გათავისუფლების საკითხს განიხილავს, სასამართლოს შენობის ეზოში, მედიცინის მუშაკები მივიდნენ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არიან კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები, მას სჯერა, რომ კრიტიკულ მომენტში, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მე მჯერა, რომ კრიტიკულ მომენტში პოლიტიკურ ოპონენტებს, ვისაც აქვთ ამის ბერკეტი, შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, გამოიჩინონ ჰუმანურობა და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე.

ზურაბიშვილი, პირველ რიგში არის დედა და მე სწორედ ამიტომ მჯერა, რომ შეიძლება მან გამოიჩინოს ჰუმანურობა და მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ქმედება არის  ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ. მთელი საქართველოს მასშტაბით დავდივართ, აქ ახლა მოდიან ექიმები, ადამიანები, რომლებმაც ყველაძე კარგად იციან სიცოცხლის ფასი. დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეს მივდივართ დასავლეთს საქართველოში და 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტთან ათასობით წერილი შევა და მე მჯერა, რომ ის აუცილებლად შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა