კევინ სპეისი ტაშკენტში საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კევინ სპეისი გულის შეტევის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. 

The House of Cards-ის 64 წლის ვარსკვლავს ტაშკენტში საერთაშორისო ფილმების რიგით მეთხუთმეტე ფესტივალზე ყოფნისას მარცხენა ხელი დაუბუჟდა, შემდეგ კი მგრძნობელობა დაკარგა.

ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში,  სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომლითაც გულის შეტევის საშიშროება არ დადასტურდა.

“მისტერ სპეისი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო,” - განუცხადა წყარომ მედიას და დასძინა: ”მას ექიმები და პერსონალი საფუძვლიანად  მკურნალობდნენ და დაადგინეს, რომ გულთან პრობლემა არ ჰქონდა. ”

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა