მარტის მოვლენები იყო ივანიშვილის პანიკური შეტევა - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 272
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მარტის მოვლენებს ციხიდან ვადევნებდი თვალყურს და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დათმობა დასავლეთისთვის. ეს იყო მისი პანიკური შეტევა. მას შეეშინდა, შეეშინდა იმის, რომ პოლიცია ა) დაიღალა; ბ) დემორალიზებულია;“ - ამის შესახებ „მთავარი არხი“-ს დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, „რეაქციის“ ეთერში ისაუბრა.

გვარამიას თქმით, პოლიცია დაიღალა აქციაზე ხახლის შეკავებით, თუმცა მათზე ძალიან  მოქმედებდა ის სიტუაცია, რომელიც მათ ხვდებოდათ შინ დაბრუნებულებს და ახლობლების და ნაცნობების დამოკიდებულება, რაც საბოლოოდ მათში გარკვეულ ცვლილებებს იწვევდა. მისი თქმით, ივანიშვილს შეეშინდა, რომ პოლიცია მას ვერ დაიცავდა მუდმივად.

„პოლიცია სამი დღის განმავლობაში, უმკლავდებოდა მომიტინგეებს, ისინი უბრალოდ არ დაიღალნენ. მიდიოდნენ სახლში და მოდიოდნენ და სახლში რაც ხვდებოდათ სიტუაცია და შეგონებები ამან მოახდინა მათი დემორალიზება და იქიდან განსხვავებულები მოდიოდნენ.  რა თქმა უნდა ისინი სამი დაიღალნენ კიდევაც.

მან ნახა, რომ ისინი განსხვავებულები მოდიოდნენ და ამან შეაშინა, თუ არ დაიღლებიან ქართველები გაპროტესტებით, პოლიცია მას მუდმივად ვერ დაიცავს და ეს იყო პანიკური შეტევა, ამიტომ გააჩერა რუსული კანონი, თორემ ზარები სულ არის დასავლეთიდან, მაგრამ ვხედავთ როგორი რეაგირებაა მათზე“, - განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა