სტალინის გამოხატვა ამ ხატზე არ მიმაჩნია შეცდომად - დავით თარხან-მოურავი

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი საკუთარ ვიდეო მიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი ავრცელებს აცხადებს, რომ მას არ მიაჩნია შეცდომად „მატრონა მოსკოველის“ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახვა.

მისი თქმით, სტალინი ხატზე სხვა მიზნით არის გამოსახული და ლიბერალურმა ფრთამ, ეს ყველაფერი სხვაგვარად წარმოაჩინა საზოგადოების წინაშე. თარხან-მოურავი ასევე აცხადებს, რომ თავად ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები არიან სტალინისტები.

„სტალინის გამოხატვა ამ ხატზე არ მიმაჩნია შეცდომად იმიტომ, რომ სტალინი იქ გამოხატულია სხვა მიზნით. ღმერთი მოდრეკს ყველა ხელმწიფეს, ყველა მმართველს მათ შორის იმ ხელმწიფეს, რომელიც ღმერთს ებრძვის, ამ სცენას ეს ჰქვია და ამას გამოსახავს ეს სცენა. ღმერთმა მოიდრიკა სტალინი და არანაირი შეცდომა მის გამოსახვაზე არ არის. ასე იმიტომ ბრაზდებით, რომ თავად მთელი ეს ლიბერალური ფრთა, რომელიც ამ ხატს ებრძოდა, ესენი არიან ახალი ბოლშევიკები და ესენი არიან პატარა სტალინელები. ერთი პატარა სტალინი კი გყავდათ თქვენ და ის მოიდრიკა ღმერთმა და ახლა თქვენც მოგდრეკთ, აი ამიტომ ბრაზობთ“, - განაცხადა თარხან-მოურავმა ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, „მატრონა მოსკოველის“ ხატი სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე გაიტანეს და ის ტაძარში უკვე სტალინის ეპიზოდის გარეშე ბრუნდება. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხატმწერის ვინაობა, ჯერ-ჯერობით კვლავაც უცნობია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა