ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი, მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაცმულობა დაუწუნა,  პარლამენტში ჩოხა-ახალუხით გამოცხადდა.

ელისაშვილის თქმით, გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა და იმედოვნებს, რომ  ეროვნულ სამოსსს ვერ დაუწუნებენ.

„დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვია და რანაირადო, პაპუაშვილმა მითხრა. რავიცი, დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ დაიწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, დაცვისთვის უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე და არც არის სწორი, რომ 150 კაცი სხდომათა დარბაზში ხანჯლით იყოს სწორი, მაგრამ არ ვიცი ვნახოთ, შეიძლება, პაპუაშვილმა მასრები დამიწუნოს, ქამარი, ან ჩოხის კალთა. შარიანი კაცია და ვნახოთ რას იზამს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პაპუაშვილმა ელისაშვილს   ტანსაცმელზე მას შემდეგ მიუთითა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობა იმისდ გამო გააკრიტიკა, რომ პარლამენტში მისულ პრეზიდენტს ფეხზე არ წამოუდგნენ, რითაც ეტიკეტი და ზრდილობის ნორმები დაარღვიეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა