თურქეთის შემდეგ აზერბაიჯანი - სომხეთი ისტორიულ მტრებთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს

თურქეთის შემდეგ აზერბაიჯანი - სომხეთი ისტორიულ მტრებთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს

access_time2021-12-16 17:00:47

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით 14 დეკემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ალიევისა და ფაშინიანის მორიგი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხარეებმა კონფლიქტის დაძლევისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს. სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო ომიდან ეს ორი ქვეყნის პრეზიდენტის რიგით მეხუთე შეხვედრა იყო.

 


წართმეული ტერიტორიების დიდი ნაწილი აზერბაიჯანმა 2020 წელს ომით დაიბრუნა, რუსეთი ამჯერად განზე გადგა, უფრო მეტიც, სომხეთს უარესის თავიდან ასაცილებლად კაპიტულანტურ ზავზე ხელმოწერა აიძულა.

 


თუ რუსეთთან საქართველო 2008 წლის აგვისტომდე დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა და ეკონომიკური ურთიერთობები დღემდე გრძელდება, მდგომარეობა სომხეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩაკეტილ საზღვრებსა და ნულოვან ეკონომიკურ კავშირს ისიც ემატება, რომ აზერბაიჯანში სომხური გვარის სხვა ქვეყნის მოქალაქესაც კი უჭირს ჩასვლა, სომხეთში კი პირიქით - აზერბაიჯანული გვარის სხვა ქვეყნის მოქალაქეს. გასული წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეები ამ მოცემულობის შეცვლაზეც შეთანხმდნენ. სომხეთმა ვალდებულება აიღო ბაქო ნახიჩევანის ექსკლავთან საკუთარი ტერიტორიის გავლით დაეკავშირებინა, თავის მხრივ აზერბაიჯანი სომხეთის რუსეთთან რკინიგზით დაკავშირებას დასთანხმდა. იქამდე სომხეთმა აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის საკითხი რამდენჯერმე დააყენა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მიიღო. სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებიდან 13 თვის შემდეგ, დღემდე მხოლოდ საჰაერო გზა გაიხსნა, ისიც არასრული დატვირთვით.

 


მორიგი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ეკონომიკური ურთიერთებობის აღდგენის შესახებ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს. ალიევის თქმით სომხეთი სარკინიგზოსთან ერთად საავტომობილო გზის გახსნასაც დასთანხმდა და ამჯერად განხილვის საგანი უკვე ზანგეზურის დერეფანში გაჭრილი გზის სამართლებრივი ფორმაა. ფაშინიანის თქმით კი რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სურათს უკეთესობისკენ შეცვლის.

 


იმის გასარკვევად, თუ რამდენად რეალურია საზღვრების გახსნა და სამომავლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, უფრო სწორედ დაწყება კომერსანტი რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა.


 


ზურა ბატიაშვილის თქმით დაწყებულია რთული პროცესი, მართალია შეტაკებები ორ ქვეყნის მესაზღვრეებს შორის პერიოდულად ისევ გრძელდება, მაგრამ ეს ხდება სასაზღვრო რაიონებში და არა ყარაბაღში რისი მიზეზიც დემარკაციის არ არსებობაა. პოზიტიურად კი შეიძლება შეფასდეს ის გარემოება, რომ ორივე მხარე დეესკალაციისა და კონფლიქტის მოგვარების მომხრეა.

 


ბატიაშვილის შეფასებით სასასზღვრო ზოლის დემარკაცია მტრულად განწყობილ ქვეყნებს შორის რთული, მაგრამ გარდაუვალი პროცესი იქნება. ბოლომდე საზღვარი დადგენილი საქართველოს არც სომხეთთან აქვს და არც აზერბაიჯანთან.

 


კომერსანტმა რონდელის ფონდის ხელმძღვანელს „დეილიარმენიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ჰკითხა, რომლის თანახმადაც ბაქო ერევანს სთხოვს წერილობით დაადასტუროს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია. ზურა ბატიაშვილის თქმით თუ სომხეთის მიერ საზღვრების აღიარება მოხდა, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს ყარაბაღზე უარის თქმას.

 


გასულ წელს ნეიტრალური პოზიციის დაჭერით რუსეთი აზერბაიჯანს უანგაროდ არ დახმარებია. 2020 წლამდე აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ სახელმწიფოდ რჩებოდა, სადაც მოსკოვს არც ოფიციალური სამხედრო ბაზა გააჩნდა და არც საოკუპაციო ჯარი ეყენა, 9 ნოემბრის ზავით ეს მოცემულობაც შეიცვალა და ყარაბაღში 2000 რუსი „სამშვიდობო“ 5 წლის ვადით განთავსდა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება 5 წელი უცნობია. როგორც ბატიაშვილმა კომერსანტთან საუბარში აღნიშნა, ყარაბაღში სამშვიდობოების სარდლებად ოკუპირებულ აფხაზეთში ნამსახურები პირები ინისნებიან, რაც შემთხვევითი ნამდვილად არ არის და ამით რუსეთი მინიშნებას აკეთებს თუ რას შეიძლება მოელოდნენ სხვადასხვა ქვეყნები იმ რუსი ოფიცრებისგან, რომლებიც იქ მსახურობდნენ.

 


საზავო შეთანხმება ტყვეების ყველა-ყველაზე გაცვლას ითვალისწინებდა, რაც შესრულდა კიდეც, თუმცა მცირე მასშტაბის შეტაკებები შემდეგაც გაგრძელდა რა დროსაც დაკავებულ სომეხ სამხედროებს ბაქომ სამხედროს ტყვეების ნაცვლად სამხედრო დამნაშავეები დაარქვა. ივნისში საქართველოს შუამავლობით, დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ აზერბაიჯანმა სომხეთს დაკავებულთა ნაწილი გადასცა. მაშინ ორივე მხარემ თბილისს მადლობა გადაუხადა. ზურა ბატიაშვილის თქმით შემდეგ აზერბაიჯანი უკმაყოფილო დარჩა, რადგან რუკები მხოლოდ 25%-ით აღმოჩნდა ზუსტი, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო, რადგან ტერიტორიების ნაწილი სპონტანურად დაინაღმა და მათი რუკები ფიზიკურად არ არსებობს, რის შედეგადაც უბედური შემთხვევები დღემდე ხდება, რასაც ადამიანთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება.

 


ყარაბაღში საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებული სისხლიანი კონფლიქტი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, 1988 წელს განახლდა. 6 წელიწადში ომს ორივე მხრიდან 38 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. სომხეთმა რუსეთის დახმარებით ყარაბაღისა და მის გარშემო მდებარე აზერბაიჯანის 7 რაიონის ოკუპაცია მოახდინა. წართმეული ტერიტორიების დიდი ნაწილი აზერბაიჯანმა ომითვე 2020 წელს დაიბრუნა, რუსეთი ამჯერად განზე გადგა, უფრო მეტიც, სომხეთს უარესის თავიდან ასაცილებლად კაპიტულანტურ ზავზე ხელმოწერა აიძულა, ყარაბაღის დარჩენილ ნაწილში კი 2000 სამხედროთი გამაგრდა.


სომხეთს საგარეო კურსი ოფიციალურად არ შეუცვლია, მაგრამ ფაშინიანი, წინამორბედებისგან განსხვავებით მოსკოვის დირექტივებს ბრმად არ იზიარებს. თუ 2018 წლამდე ერევანი გაეროს რეზოლუციას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებდა, ხმას საქართველოს საწინააღმდეგოდ აძლევდა, ფაშინიანის გაპრემიერების შემდეგ უკვე თავს იკავებს ხმის მიცემისგან ან კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ სომხეთს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ერევნისთვის აგრესიული სამხედრო ბლოკი აღარ არის და მასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარებაც დასაშვები გახდა. ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თურქეთთან მოლაპარაკებების დაწყება გახდა. სომხეთმა საზრების გახსნისა და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ გენოციდის აღიარების მოთხოვნაზე ირიბად უარი განაცხადა, ჯერჯერობით მოლაპარაკებები ჩარტერული ფრენების დაწყებას ეხება, მაგრამ შეიძლება ინტერესთა სფერო გაფართოვდეს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up