ახალი წლის დღეები წარმოუდგენელია საგულდაგულოდ შერჩეული ნაძვის ხის გარეშე. საქართველოში ონლაინ მაღაზიები ნაძვის ხეების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად ხელმისაწვდომია ისინი საქართველოში და რა ღირს ყველაზე ძვირიანი მთავარი საახალწლო პროდუქტი. 

Isurve.ge-ზე ნაძვის ხის ფასები 149 ლარიდან იწყება და 549 ლარამდე მერყეობს. ცხადია, ღირებულება დამოკიდებულია მათ ზომასა და დეკორაციაზე.

wishlist.ge-ზე ნაძვის ხეების ფასები 35 ლარიდან იწყება. ამ თანხად 150 სმ-იან ნაძვის ხეს იყიდით. აქ ყველაზე მაღალი ფასი 225 სმ-იან ნაძვის ხეს აქვს და ის 1399 ლარი ღირს. 

Lililoshop.ge-ზე ნაძვის ხეების ფასები 11 ლარიდან იწყება. სწორედ ამ თანხად შეძლებთ მუქი მწვანე ფერის 60 სმ სიმაღლის ნაძვის ხე შეიძინოთ. ფორმების, ზომებისა და მასალის მიხედვით ნაძვის ხეების ფასები აქ რამდენიმე ათეული ლარიდან, რამდენიმე ათასეულ ლარამდე ადის. 

ყველაზე ძვირიანი ნაძვის ხე 3179 ლარი ღირს, რომელიც 300 სმ სიმაღლისაა და სილიკონის წიწვები აქვს. 

 

superstore.ge-ზე ყველაზე იაფიანი ნაძვის ხე 180 სმ სიმაღლისაა და 521 ლარი ღირს, ყველაზე ძვირი კი 240 სმ სიმაღლის ნაძვის ხეა და 1975 ლარი ღირს. 

და ბოლოს, ყველაზე ძვირიანი ნაძვის ხე veli.ge-ზე იყიდება. მისი ფასი 3889,5 ლარია. ნაძვის ხე მწვანე ფერისაა და მისი სიმაღლეს 425 სმ-ს შეადგენს. 

ყველაზე იაფი კი აქ 60 სმ-იანი ნაძვის ხე 56.94 ლარი ღირს.