საქართვრელოში კვერცხის იმპორტი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 68%-ით გაიზარდა. 2023 წელს საქართველოში სულ 4021 ტონა კვერცხი შემოვიდა, ეს მაჩვენებელი 2022 წელს 2391 ტონა იყო. 

კვერცხის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ თურქეთია, რაც შეეხება თურქეთის მაჩვენებლებს 2023 წელს საქართველოში თურქეთიდან 3834,57 ტონა კვერცხი შემოვიდა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 2,144,62 ტონაზე იყო.

თურქეთის გარდა საქართველოში კვერცხი შემოდის, უნგრეთიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან, ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან.