სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ Ronius Watches-ის ახალი სერია "საქართველოს კუთხეები" გაყიდვაში ჩაუშვა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანია Ronius Watches-ის - ის დირექტორმა მარიამ ანდრიაძემ აღნიშნა ოქროსფერ კორპუსიანი საათის ფასი 565 ლარია, ხოლო ვერცხლისფერ კორპუსიანი საათის  515 ლარი, „რაც შეეხება სეგმენტს, ეს საათები გადის იმ სეგმენტზე, საქართველოს რომელი კუთხიდანაც არის ადამიანი, ჩვენ საათებში ყველა კუთხეა მოცული, ასე რომ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი კუთხე ამოიცნოს და თავისი კუთხის ციფერბლატიანი საათი დაიმაგროს მაჯაზე.

ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით ჩვენი მომხმარებელი უნდა გავახაროთ და ბევრმა ადამიანმა შეიძინოს, სწორედ ამიტომ შექმნა ბატონმა ზვიადმა ეს ხაზი, ის ძალიან მონდომებულია, რომ საქართველოს ფასეულობები და ღირებულებები წინა პლანზე წამოიწიოს და ეს ყველა მის პროდუქტში ჩანს“ - აღნიშნა მარიამ ანდრიაძემ.