სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საათების, სუნამოებისა და სამკაულების შემდეგ ამჯერად ჩანთების დიზაინზე იმუშავა. როგორც ციკოლიას ფეისბუკგვერდიდან ხდება ცნობილი მართკუთხედი ფორმის ხელჩანთები, რომელიც მეტალის დეტალებით და  ბრენდის აღმნიშვნელი ასო „ც“-თი არის გაფორმებული, შეზღუდული რაოდენობითაა გამოშვებული.

ჩანთები ტყავისგანაა დამზადებული და მათი ფასი 770 ლარია.