მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე ის ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, მანამდე კი, პარლამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. 

„წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, - წერს მთავრობის სტრატკომის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.