ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ფრენა ექსპერიმენტული იყო. ის ფოთიდან დღეს დილით დაიწყო და კახეთის რეგიონში უნდა დასრულებულიყო. 

ფრენა ტურისტული კომპანია Sky Travel-ის მიერ იყო ორგანიზებული. საჰაერო ბურთში კომპანიის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი, პოლონელ კოლეგასთან კრისტოფ ზაპარტისთან და ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორთან მიშო ბიძინაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

ექსპერიმენტული ფრენა საქართველოში ყველაზე გრძელ მანძილზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა საჰაერო ბურთი ასურეთში ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც სამივე პირი დაიღუპა.