2023 წლის მესამე კვარტალში ტარებადი ელექტრონული მოწყობილობების გლობალური გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 2,6%-ით გაიზარდა და რეკორდულ 148,4 მილიონ ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კვლევითი კომპანია International Data Corporation (IDC) ავრცელებს.

ექსპერტების შეფასებით, ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ნაკლებად ცნობილი ბრენდების გაყიდვებისა და ახალი პროდუქტების კატეგორიების გაზრდით..

ამავე ინფორმაციით, გლობალური ბაზრის ლიდერების ხუთეული უცვლელი რჩება: მათ შორისაა Apple Inc., Samsung, Xiaomi, Huawei და Imagine Marketing.

Apple-მა მოახერხა ბაზრის წილის პირველი ადგილის შენარჩუნება გასულ კვარტალში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაყიდვები წლიურად 26,7%-ით შემცირდა. მეორე ადგილს კვლავ Imagine Marketing იკავებს, რომელმაც გაყიდვები 19,4%-ით გაზარდა. Xiaomi მეხუთე ადგილიდან მესამე ადგილზე გადავიდა, მისი გაყიდვები 36%-ით გაიზარდა. Samsung-ის მოწყობილობების გაყიდვები 9,1%-ით, ხოლო Huawei-ს გაყიდვები 4,4%-ით შემცირდა.