ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი ამუშავდა, რომლის სიჩქარე - 1.2 ტერაბიტია წამში.

პეკინი-უჰან-გუანჯოუს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზი, რომლის სიგრძე 3000 კმ-ზე მეტი და გადაცემის სიჩქარე - 1,2 ტერაბიტია წამში, ოფიციალურად 13 ნოემბერს, მრავალსაფეხურიანი ოპერატიული ტესტების შემდეგ, ამუშავდა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის განხორციელება იმაზე 2 წელზე ადრე გახდა შესაძლებელი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ჩინეთის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმა დასასრულს უახლოვდება. ახალ ქსელის სიჩქარე „წამში 150 ფილმის ეკვივალენტია“, რაც 3-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მისი უახლოესი ამერიკული კონკურენტის ინტერნეტის სიჩქარე.

ქსელის სიმძლავრე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა მთავარ მარშრუტს ჩრდილოეთით პეკინს, ვუჰანს ცენტრალურ ჩინეთში და გუანჯოუს სამხრეთ გუანდონგის პროვინციაში, 1,2 ტერაბიტია წამში. ეს მიღწევა ცინგხუას უნივერსიტეტის, China Mobile-ის, Huawei Technologies-ისა და Cernet Corporation-ის თანამშრომლობის შედეგია. მანამდე ჩინეთმა წარმატებით გამოცადა ოპტიკური სატელიტური საკომუნიკაციო ტექნოლოგია კოსმოსში მომავალი 6G ქსელებისთვის.

ახალი მაგისტრალური ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება უარყოფს ექსპერტთა პროგნოზებს, რომ ულტრა მაღალსიჩქარიანი სიჩქარის ინტერნეტის გამოჩენა 2025 წლამდე არ იყო მოსალოდნელი. ახალი ხაზი ჩინეთის მომავალი ინტერნეტ ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის (FITI) ნაწილია.