„დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის  ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უ იენმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდნენ მეგობრული ურთიერთობის დინამიკას.

„ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდნენ მეგობრული ურთიერთობის დინამიკას. ეს მიუთითებს ჩვენთვის მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ხელი შევუწყოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ განწყობებს. ჩინეთისა და საქართველოს განათლების სისტემები ყოველთვის ინარჩუნებდნენ მჭიდრო თანამშრომლობას.

2001 წელს საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა დაგეგმეს და განახორციელეს მრავალფეროვანი თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მთელი  სერია, რამაც მნიშვნელოვანი და დადებითი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის განათლების და მეგობრული განწყობების განვითარებაში. დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის  ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში.

ახალგაზრდა სტუდენტებმა ჩინეთიდან და საქართველოდან შეინარჩუნეს მრავალფეროვანი ურთიერთობისა და ურთიერთსწავლების ტრადიცია. ახალგაზრდები არიან ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მემკვიდრეები, პრაქტიკოსები და ხელშემწყობები, - აწ უკვე თაობიდან თაობამდე.

მიჩნეულია, რომ ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, მეტი გაცვლითი პროგრამა შეიქმნება და განხორციელდება ჩინეთსა და საქართველოს ახალგაზრდებს შორის და ორი ქვეყნის ახალგაზრდები ამგვარად იმუშავებენ ერთად ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მეტაფორული ხის დასაცავად, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ.