ევროპა დიდი კროსოვერებისა და ჯიპების აკრძალვაზე ფიქრობს. Transport & Environment (T&E) კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირში ახალი მანქანების საშუალო სიგანემ უკვე სტანდარტული პარკინგის ზომას - 180 სანტიმეტრს გადააჭარბა. ზედიზედ 23 წელია მანქანების სიგანე საშუალოდ 0,5 სანტიმეტრით იმატებს.

ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო 2024 წლის დასაწყისში განიხილავენ ახალ ზომებს SUV-ების ზომის დასარეგულირებლად.

T&E-მ აღნიშნა, რომ შესაძლოა წელიწადში ნახევარში სანტიმეტრი არ იყოს დიდი ზრდა. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილების გარეშე, ძვირადღირებული ჯიპები სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების სიგანე გახდება, რაც ევროპის ქუჩებში მოძრაობის კოლაფსს გამოიწვევს.

ახალი SUV-ების დაახლოებით ნახევარი არ ჯდება 180 სანტიმეტრიან სივრცეში, რაც სტანდარტული პარკირების ადგილია ისეთ ევროპის ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ლონდონი და ბერლინი. მაგალითად, Mercedes-Benz GLC-ის სიგანე 203 სანტიმეტრია, Range Rover-ი თითქმის 205 სანტიმეტრი, Volvo EX90 - 204 სანტიმეტრი. BMW-ს კი ორი მეტრის სიგანის რამდენიმე მოდელი აქვს.

T&E იმასაც წერს, რომ გზებზე ხალხმრავლობაა და მანქანების დიდი ზომები საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას.