ცნობილი ინგლისელი ავტორის, არტურ კონან დოილის  „ოთხთა ნიშანი & შერლოკ ჰოლმსის მოგონებების" ხელნაწერი, Sotheby's New York-ის აუქციონზე გაიყიდება.

newsbytes-ის ინფორმაციით, ხელნაწერის საწყისი ღირებულება 1,2 მილიონ დოლარი იქნება.

შერლოკ ჰოლმსი – ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟიია, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველებში. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყველა მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა.