რით იკვებებიან ცხოველები

ynnqqცხოველები სხვადასხვანაირი საკვებით საზრდოობენ. ბალახისმჭამელები მცენარეებით იკვებებიან (მაგალითად, ირემი, კურდღელი და სხვ.), მწერიჭამიები (ფრინველთა უმრავლესობა მწერებით იკვებება. ზოგი ცხოველი მტაცებელია და ხორცს მიირთმევს და ა.შ.). არიან ცხოველებიც, რომლებიც არაფერს იწუნებენ. გთავაზობთ ვიდეოს სადაც მოცემულია ეს ყოველივე:

%e1%83%a2%e1%83%b0%e1%83%af%e1%83%a4%e1%83%92ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ როგორ ხდება ყოველივე აღნიშნული ბუნებაში. 😀

ტყეში იზრდება მუხა. მისი ნაყოფი რკოა, რასაც გარეული ღორები, ციყვები, ტყის თაგვები საკვებად იყენებენ. ტყის თაგვს კი ბუ ეტანებს, გარეული ღორს კი მგელი, დათვი და სხვა მტაცებლები.

blocks_image_15_1კურდღელი ბუჩქის ნორჩ ძირებს ღრღნის, მას კი მგელი ჭამს. მგელსაც თავისი მტერი ჰყავს.

ისე გამოდის, რომ ჯაჭვი იკვრება: პირველი რგოლი მცენარეა, მეორე ბალახისმჭამელი ცხოველი, მესამე მტაცებელი და ა.შ.

კვების ჯაჭვით ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთს უკავშირდებიან. ეს ბუნების მთლიანობის კიდევ ერთი დამამტკიცებელი მაგალითია.

5-638ახლა თქვენც ცადეთ და ამ ფოტოს დახმარებით შეადგინეთ კვებითი ჯაჭვი და თანმიმდევრობით კომენტარებში გაგვიზიარეთ. 🙂

About daicavibunebasite

მოგესალმებით მე ვარ ილია მაღრაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლე. ჩემი ბლოგის ნომინაციაა ბუნების დამცველი
This entry was posted in ცხოველთა სამყარო. Bookmark the permalink.

Leave a comment