უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
26-03-2022, 15:21 - 2022
1 622

უკრაინაში, ქალაქ ირპენში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შემთხვევა წუხელ ძლიერი შეტაკებების დროს მოხდა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
 
DailyInfo დაღუპულის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს.
 
შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 4 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. მანამდე ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა.
 
დავით რატიანს და გია ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა