Dreadlocks

large (4)

ბევრს დრედი თმის მოდური ვარცხნილობა ჰგონია, რომელიც დიზაინერის ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილეში კი დრედები ეს არის იამაიკის ტრადიციული ვარცხნილობა. თმა იგრიხება ღეროებად და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფორმას.
დრედების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. მას იკეთებდნენ კელტები, გერმანული ტომები, აცტეკები, ისლამი დერვიშები, ქრისტიანი-კოპტები.

თავად ტერმინი “დრედები” გაჩნდა იამაიკაში მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ვარცხნილობა პოპულარული გახდა რასტაფარის სექტაში. ისინი პუბლიკას შოკში აგდებდნენ და თავიანთ თავს უწოდებდნენ “დრედლოკებს”, “ნატი დრედს”.
large
დროთა განმავლობაში დრედები ჩამოყალიბდა ახალგაზრდებში როგორც სუბკულტურა, რომლებზეც ზეგავლენას ახდენდა მუსიკალური სტილი რეგი. შემდეგ გავრცელდა მეტალში, პანკ-როკში და ანდეგრაუნდ-ტექნოში.

ის საკმაოდ პრაქტიკული ვარცხნილობაა, რადგან მას არ სჭირდება ხშირი დაბანა და დავარცხნა, თანაც იგი თითქმის ყველას უხდება.

დრედის გაკეთება არც ისე რთული საქმეა, თუ კარგი მოთმინების უნარი გაქვთ. აი, მათი გაკეთების საიდუმლოც:

თმები დაანაწილეთ დაახლოებით საჩვენებელი თითის სისქეზე, შემდეგ თითოეული დანაწევრებული თმის კუდი შეკარით რეზინით. აიღეთ თმის ერთი ნაწილი და რკინის სავარცხლით ნელა და ნაწილ-ნაწილ, უხეშად აჩეჩეთ თმის ზრდის საპირისპიროდ, ისე რომ სრულიად აბურდული მასა მიიღოთ. თმები მთლიან სიგრძეზე უნდა იყოს აბურდული, განსაკუთრებით კი ძირებში, ამის შემდეგ იწყება უშუალოდ დრედის დახვევა, დრედის სპირალისებურად დახვევისას საგულდაგულოდ წაუსვით მას სანთელი ან კარგი ხარისხის თაფლი (იგი მალე გაშრება და გარკვეული დროის შემდეგ აღარ დაგწეპავთ). მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. იგივე პროცედურა ჩაიტარეთ თმის დანარჩენ ნაწილზეც.დრედების დაწნა კეფიდან დაიწყეთ.
დრედების შესანარჩუნებლად თმებს გამუდმებით უნდა აიძულოთ, გაიზარდონ ისე, როგორც თქვენ გინდათ, ანუ დრედების გაკეთება გრძელვადიანი პროცესია,ბოლოს უკვე თქვენი თმები თავისით გაიზრდება დრედებად.

large (3)
დრედების დაშლა შეუძლებელია, უნდა მოიჭრათ. კიდევ ერთი არანაკლები უსიამოვნება ის გახლავთ, რომ მათი გაკეთებიდან თავის დაბანა ორ კვირას არ შეიძლება.

საერთოდ, დრედების მოვლა არც ძალიან რთული საქმეა და არც ძალიან მარტივი, დრედებმა ფორმა რომ არ დაკარგონ, კვირაში სამჯერ მაინც უნდა გასანთლოთ ისინი, იგივე უნდა გააკეთოთ ყოველი დაბანის შემდეგ.
ცნობილი ადამიანები, რომლებიც ატარებენ დრედებს:

ბობ მარლი

large (1)
ანდერს ფრიდენიa73364c25faf766bae1317edb48c863a
ვუპი გოლდბერგიb24a9568b9e33a09a4d8f144aee05aeb

დემიან მარლი
large (5)

ლილ ჯონი
Lil+Jon+Arrives+In+Melbourne+qgWMZqHI9ILl

ლილ ვეინი
large (6)

შაკირა
Рисунок2hgh

Leave a comment