მიყვარხარ უპირობო სიყვარულით

მე შენ მიყვარხარ! უპირობო, ღვთიური სიყვარულით.მე  მიყვარხარ წარსულის გამოცდილების მიუხედავად, მიყვარხარ წარსულის ლოგიკის მიღმა.  მე უარს ვერ ვიტყვი შენს სიყვარულზე … ყოვლისშემძლე, უკვდავ, უხვ, მარადიულ გრძნობაზე…… არსებობს კი რაიმე მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეიძლება განვიცადოთ უფრო მდაბალი გრძნობა, აზრი და წარმოსახვა ვიდრე სიყვარულია? – არამც და არამც!!! არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ უარვყოთ ღმერთი, ჩვენი ღვთიური, ყოვლისშემძლე ბუნება და თავი ჩავიგდოთ უმწეო, დუხჭირ, უსუსურ, მხოლოდ ადამინურ, ან ცხოველურ მდგომარეობაში. გიყურებ შენ და ერთი წამითაც ვერ გივიწყებ, მე ღმერთი მიყვარს შენში… მუდამ შევახსენებ საკუთარ თავს, რომ მიყვარდე .. . მოგექცევი ისე, თითქოს სრულყოფილი ხარ..რადგან იმდენად უყვარხარ უფალს,  რომ მან ჩემი გული გაჩუქა… და მე, ვლოცულობ, რომ ისწრაფოდე და ემსგავსებოდე ღმერთს… სიყვარულს… მსურს, რომ თავად აირჩიო ვის მოუსმინო, ვის ემსგავსო, ვისი მემკვიდრე იყო! 

მარად შენი დარინა 🙂

Leave a comment