RSS

Category Archives: Uncategorized

Image

ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისადა ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობიდან გადადგა.

“ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისადა ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობიდან გადადგა.”>ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისადა ბალეტის  თეატრის სამხატვრო ხელძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ  თანამდებობიდან  გადადგა.

ავტორი დავით ცხვარაძე : ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისადა ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობიდან გადადგა.
ხატია ვედმედევა : გოგი ჭიჭინაძემ მიიღო ყველასთვის დამაბნეველი გადაწყვეტილება მან თანამდებობა დატოვა, თუმცა რამ გამოიწვია მისი გადადგომა ეს ჯერჯერობით ყველასთვის უცნობია
შეგახსენებთ . გოგი ჭიჭინაძე ხვალ გააკეთებს განცხადებას. თუ რა გახდა მიზეზი თანამდებობიდან წასვლისა .

 
Image

ნინო ბურჯანაძე: -„ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი გზით მოვა, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყავს

ნინო ბურჯანაძე: -„ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი გზით მოვა,  იმიტომ   რომ საქართველოს   პრეზიდენტი   არ ყავს

ავტორი დავით ცხვარაძე :

„ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი გზით მოვა, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყავს” – ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ გადაცემა ” რეაქციაში” სტუმრად ყოფნისას გააკეთა და პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა.
“საქათველოს პრეზიდენტს იმის უფლება არ აქვს რომ რაიმე გადაწყვიტოს. აბა რისი პრეზიდენტია?” . მისივე თქმით “ქართული ოცნება” უსუსურია და ისინი “ნაციონალების წართმეულ ქონებებს აფარებენ ხელს და ხელისუფლების შეცვლით არაფერი შეცვლილა.
ბურჯანაძე არც “ნაციონალების” ხელისუფლებაში მოსვლას გამორიცხავს
“მოსახლეობა დარჩა იმავე მდგომარეობაში რაც აქამდე იყო. მე ვიტყვი რომ ნაციონალური მოძრაობა ასე არ გაჩერდება. ქართულმა ოცნებამ თავისი უსუსურობით გააცოცხლა. ჩვენ კი ვხედავთ რომ ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერი გზით მოვა” – განაცხადა ბურანაძემ.

 

Tags: ,

Image

სარეაბილიტაციო სამუშაოები მესხიშვილის ქუჩაზე

სარეაბილიტაციო სამუშაოები მესხიშვილის ქუჩაზე

ავტორი დავით ცხვარაძე :

სარეაბილიტაციო სამუშაოები მესხიშვილის ქუჩაზე
ინფრასტურქტრული პროექტების ფარგლებში მესხიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს.
აღსანიშნავია, რომ მესხიშვილის ქუჩაზე, დაგეგმილია ასფალტის საფარის მოწყობა ტროტუარებთან ერთად. (გათვალისწინებულია 449 999 ლარი) სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „HD kompani”. პარალელურად ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს გრიბოედოვის ქუჩაზე,სამუშაოებს,, mgm” კომპანია ასრულებს.
შოთა მურღულია “ ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციულება აქტიურ ფაზაში შევა.”

 

Tags:

Image

რუსულმა ტყვიამ კიდევ ერთი ქართველი შეიწირა

safe_image

ავტორი დავით ცხვარაძე:

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია – ხრეშატნიკის მისადგომებთან ნაპოვნია დათო ყიფიანის ცხედარი.
გარდაცვლილს გულმკერდის არეში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი .

დათო ყიფიანი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრი იყო.

დათო ყიფიანს მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა.

შეგახსენებთ-

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გვრცელებული ძალოვნებსა და

აქტივისტებს შორის დაპირისპირებას სულ 77 ადამიანი ემსხვერპლა.

უწყების ცნობით კიევში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით საავადმყოფოებს სულ 577 ადამიანმა მიმართა, აქედან 369 ჰოსპიტალიზებულია.

 
Image

თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა.

თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა.

ავტორი დავით ცხვარაძე :

თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

შსს-მ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც წერია რომ დაკავებულია 1993 წელს დაბადებული დავით გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე მეგობრის საცხოვრებელი სახლის მარანში ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1992 წელს დაბადებულ გიგა ოჩიგავას ზურგისა და ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი თბილისის ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 14 თებერვალს თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 

Tags:

Image

ინციდენტი სოჭის ოლიმპიადაზე

ინციდენტი სოჭის ოლიმპიადაზე

ავტორი დავით ცხვარაძე :

ინციდენტი სოჭის ოლიმპიადაზე – ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის შემადგენელ ნაწილად ამჯერად ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენის აკრედიტაციაზეა მოხსენიებული.
ბეიჯზე, რომელიც ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, მოთხილამურე მარიკა პერტახიას დაბადების ადგილად – გალის რაიონი, აფხაზეთის რესპუბლიკაა მითითებული, ამავე გრაფაში წერია რუსეთიც.

მარიკა პერტახია სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით გამოდის. ის თავისუფალი სტილით მოთხილამურეა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი. კომიტეტის გენერელური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, რომელიც ამჟამად სოჭში იმყოფება, “მოამბესთან” სატელეფონო ინიტერვიუში აცხადებს, რომ მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი უზუსტობის შესახებ უკვე საქმის კურსშია.
წყარო. .მოამბე.

 

Tags:

Image

მიმართვა პატრიარქს – შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით

მიმართვა პატრიარქს – შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორეს სახელზე ინტერნეტში მიმართვა გავრცელდა. ხელმომწერები ითხოვენ, შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, ხელის მომწერნი, დიდი იმედით მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს დიდ სულიერ მამას, რომლის აზრიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, მნიშვნელოვანია.

გვინდა შევეხოთ ბევრისთვის მტკივნეულ თემას „მსხვერპლთშეწირვას“… ჩვენ გვქონდა იმედი, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მიიღებდა რაღაც ზომებს და შეწყდებოდა ეს სისასტიკე, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდის…

მოგეხსენებათ, მსხვერპლთშეწირვა არის წარმართული და არამართლმადიდებლური წესი. სამწუხაროდ, ამ საკითხზე ჩვენი ეკლესიის მრევლს არ აქვს ინფორმაცია, მიაჩნიათ რომ უმანკო ცხოველების შეწირვა , მისაღები და ნორმალურია, თუმცა მრევლს ვერ გაამტყუნებ, რადგან მღვდელმსახურებიც გულგრილად უყურებენ ამ ხოცვა-ჯლეტას და არც ცდილობენ რომ ინფორმაცია მიაწოდონ მათ.

ამაზრზენია მსხვერპლთშეწირვის სანახაობა იმ ადგილებში, სადაც ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები უფალთან შესახვედრად მიდიან. ბევრი მორწმუნე ადამიანი თავს არიდებს დღესასწაულებზე ეკლესიაში მისვლას, რათა თავი აარიდოს სისხლიან და შემზარავ სანახაობას. ხალხში ეს ინფორმაციის უქონლობა ფაქტიურად დანაშაულია ჩვენი ეკლესიის მხრიდან.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უდიდესი მოწიწებით გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულების აღკვეთაში და ეკლესიებში ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის აღკვეთაში ერთხელ და სამუდამოდ. ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება, მათზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, ჩვენი ღრმა რწმენით, ხელს შეუწყობს ადამიანების სულიერ განვითარებას.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი მღვდელმსახური, მრევლს ცხოველთა წინააღმდეგ განაწყობს და უკრძალავს მათ ცხოველების სახლში ყოფნას იმ მიზეზით თითქოს ისინი უწმინდური არსებები იყვნენ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ღვთიურს და შეურაცხყოფას აყენებს თვით ჩვენს ზეციერ შემოქმედს.

გთხოვთ, მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას ტელევიზიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ გამოასწოროთ ეს სიტუაცია თქვენი ერთი განცხადებით.

დიდი იმედი გვაქვს, რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ წინასწარ ამ საქმეში თქვენი კეთილშობილური წვლილის შეტანისთვის“, – აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვაზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ მისამართზე

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა სხვადასხვა ფოტორეპორტიორების მიერ, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, ლომისობაზე გადაღებული ფოტოები. ლომისობას აღდგომიდან მე–7 კვირას აღნიშნავენ. მლოცველები იკრიბებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ისინი ხატს ცხვარსა და კურატს სწირავენ.

წყარო-კახეთის საინმფორმაციო ცენტრი .

 

Tags:

Image

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ავტორი დავით ცხვარაძე :

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

დღეს ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში შენობის ფასადი ჩამოინგრა, რამაც მძიმედ დააზიანა 18 წლის ახალგაზრდა, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.

მურღულიას თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნაჩქარევად და უხარისხოდ აშენებული, რეაბილეტირებული შენობა-ნაგებობები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.
მათ უნდა გაიხსენონ თბილისის იუსტიციის სახლის ჩამონგრეული სახურავი,
სხვადასხვა ქალაქებში უხარისხოდ რეაბილიტირებული უბნები და შექმნილი პრობლემები.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აუცილებელია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“პასუხისმგებლობა აიღოს. ”

 

Tags:

Image

ნგრევის შედეგად ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ბიჭი დაზიანდა,

ნგრევის შედეგად ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ბიჭი დაზიანდა,

ავტორი დავით ცხვარაძე :

ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, “ბიკენტიას საქაბაბეს” წინ კედლის საფარი ჩამოინგრა

ნგრევის შედეგად ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ბიჭი დაზიანდა, რომელიც მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკურ სავადმყოფოში გადაიყვანა..
თვითმხილველთა თქმით, ბიჭები შენობასთან ლობიანის საყიდლად მივიდნენ რა დროსაც კედლის საფარი ჩამოიშალა, მათივე თქმით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაიგვიანა, რამაც დაზარალებული 18 წლის ბიჭის მდგომარეობა უფრო გაართულა.

გიორგი კოპალიანი. „ როდესაც მეგობრებმა საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვედით იქვე ახლოს ბიკენტიას საქაბაბეს წინ ლობიანის საყიდლად მივედით რა დროსაც მოხდა კედლის საფარის ჩამოშლა. მე ბეჭზე მომხვდა, მას კი სამწუხაროდ თავში, რამაც მძიმე მდგომარეობა გამოიწვია. ჩემი მეგობარი ლაშა სავადმყოფოში იმყოფება მძიმე მდგომარეობით ამწუთებში . გადარჩენის შესახებ ექიმები იმედს არ იძლევიან, ექიმების თქმით ქალა ტვინის დაზიანებები და თავის ძვლის მოტეხილობებები აღენიშნება. ასევე საჭიროებს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია .რის გამოც პაციენტი კლინიკურ სავადმყოფოდან ოჯახის მოთხოვნით ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გადაჰყავთ .

 

Tags:

Image

დავითობის დღესასწაული ქუთაისში.

დავითობის დღესასწაული ქუთაისში.

დავით ცხვარაძე :

დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
მოგვიანებით, ქალაქის ხელმძღვანელობამ გელათის სამონასტრო კომპლექსში გადაინაცვლა .
იქ სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული.
დილიდან ქუთაისის სხვადასხვა კუთხიდან ჩოხოსნები ჩამოვიდნენ და ძეგლი გვირგვინებით აშეამკეს.

,,მესიის მახვილად” წოდებული კეთილმორწმუნე მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა სამონასტრო მშენებლობას. დავითმა ააგო გელათის მონასტერი, სადაც ფართო სამწერლო და საგანმანათლებლო მუშაობა გაჩაღდა.

შოთა მურღულია. „ გილოცავთ წმინდა დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. „მისი მეოხებით გამთლიანებულიყოს და ერთსულოვანი ყოფილიყოს საქართველო. „

 

Tags: