RSS

Archives

Image

ქუთაისში ქმარმა მეუღლე იმის გამო სცემა,რომ მეუღლემ ქმრის მიწოდებული კარაქიანი პური არ ჭამა

 ქუთაისში  ქმარმა მეუღლე იმის გამო სცემა,რომ მეუღლემ ქმრის მიწოდებული კარაქიანი პური არ ჭამა

ავტორი დავით ცხვარაძე .

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ქმარმა ცოლი იმის გამო სცემა, რომ მან მეუღლის მიწოდებული კარაქიანი პური არ შეჭამა.როგორც თვითმხილველმა მოამბეს განუცხადა. ქმარმა ცოლი ჯერ თმიდ ათრია .და შემდეგ წიხელბი დასცხო .უმისამართოდ .
”როდესაც სამეზობლოში კივილის ხმა შემოგვესმა.გარედ გამოვედიდ და საზარელ ფაქტს წავადექით , ქმარს მეუღლის დაბდღვნილი თმები ხელში ეჭირა .
მაგრამ ყველაზე მეტად იმან აღმაშფოთა, რომ წაქცეული ქალის ქვეშ პატარა, 2 წლის ბავშვის განწირული კივილი ისმოდა. “ბავშვი გაისრისა! ბავშვი გაისრისაო” – გაჰკიოდა დიასახლისი, თუმცა უმიზეზოდ გაცოფებულ კაცს არც კი მიუქცევია ყურადღება ბავშვისთვის.
როგორც თვითმხილველი ყვება .არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ყველანაირად ვცდილობდი რომ ბავშვი გამომეყვანა ამ საზარელი მომენტიდან .
მაგრამ ქმარი ისეთი გაგიჟებული იყო მას ვერავინ მიეკარებოდა .
.გავრცელებული ინფორმაციით ცოლმა ქმრისგან გაქცევაც სცადა და თავ შესაფრის მიზნიდ მან მეზობლებს მიმართა ..

 

Tags: ,

Image

ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველი ხატია ვედმედევა ქუთაისელი ბიზნესმენის, სერგო ჩივაძის ცემასთან კავშირს უარყოფს.

ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველი ხატია ვედმედევა ქუთაისელი ბიზნესმენის, სერგო ჩივაძის ცემასთან კავშირს უარყოფს.

ავთორი დავით ცხვარაძე .

ვედმედევას განცხადებით, მას მომხდარ დაპირისპირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ცილისწამებისთვის კი აპირებს ჩივაძეს სასამართლოში უჩივლოს.
„სამწუხაროა, რომ დღეს ამ ფაქტზე მიწევს კომენტარის გაკეთება, არანაირი კავშირი არ მაქვს მომხდართან, ტელეკომპანია „ქუთაისის“ დამფუძნებელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაქვს, სერგო ჩივაძე კი მხოლოდ ერთხელ მინახავს. მე მივიღე ძალიან დიდ მორალური ზარალი, ამიტომ ვაპირებ, სერგო ჩივაძესთან სასამართლო დავაში შევიდე და ცილისწამებისთვის მისი პასუხისგებაში მიცემა მოვითხოვო“-აღნიშნა ხატია ვედმედევამ.შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისითუდეის“ მფლობელმა სერგო ჩივაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლადდაფუძნებული ტელეკომპანია „ქუთაისის“ ერთ-ერთმა მფლობელმა შოთა ჩიქოვანმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩივაძის განცხადებით, ინციდენტი გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე „ჯაზარტეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ჩივაძისავე განცხადებით, მასზე თავდასხმა ქუთაისის საოპერო თეატრის გენარალური დირექტორის , ხატია ვედმედევას სახელს უკავშირდება

 

Tags: ,

Image

ქუთაისელ ბიზნესმენ სერგო ჩივაძეს, ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე „ჯაზარტეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ,გვიან ღამით, ახლად დაფუძნებული ტელეკომპანია „ქუთაისის“ ერთ-ერთმა მფლობელმა შოთა ჩიქოვანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. –

 ქუთაისელ ბიზნესმენ სერგო ჩივაძეს, ქალაქის  ცენტრში მდებარე კაფე „ჯაზარტეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ,გვიან ღამით, ახლად დაფუძნებული ტელეკომპანია „ქუთაისის“ ერთ-ერთმა მფლობელმა შოთა ჩიქოვანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. -

ავტორი დავით ცხვარძე

ქუთაისელ ბიზნესმენ სერგო ჩივაძეს, ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე „ჯაზარტეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ,გვიან ღამით, ახლად დაფუძნებული ტელეკომპანია „ქუთაისის“ ერთ-ერთმა მფლობელმა შოთა ჩიქოვანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა . -დაზარალებული ბიზნესმენის აზრით თავდასხმა, ქუთისის საოპერო თეატრის გენარალური დირექტორის , ხატია ვედმედევას სახელს უკავშირდება. ”
შეგახსენებთ, რომ სერგო ჩივაძე, ასევე საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისითუდეის“ მფლობელია. –
დავინტერესდი საოპერო თეატრის ფინანსური მდგომარეობით და ახლადდანიშნული გენერალური დირექტორის სამომავლო გეგმებით. როგორც სჩანს, ქალბატონ ვედმედევას კრიტიკა იმდენად აღიზიანებს , რომ ის უკან არც სისხლის სამართლებლივად დანაშაულებრივ ქმედებებზე იხევს.შოთა ჩიქოვანმა ახსნა-განმარტება ჩემს მიერ დაწერილ მასალებზე მომთხოვა და მითხრა , რომ ხატია ვედმედევა მისი ახლო მეგობარია. ბუნებრივია, აღნიშნული საქმის ქუჩაში გარჩევა ს მოვერიდე , რამაც ჩიქოვანის განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია და მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა“,- აცხადებს სერგო ჩივაძე. –
ჩივაძე ფიქრობს რომ, ხატია ვედმედევას განსაკუთრებული გაღიზიანება ქუთაისის საოპერო თეატრში არსებული ფინანსური დარღვევების შესაძლო გამოაშკარავებამ გამოიწვია –

შსს-ს პოლიციის პრესამსახურის განცხადებით ჩიქოვანს შესაძლოა 1დან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს.

ხვალ, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალური დირექტორი, ხატია ვედმედევა , აპირებს პრესკონფერენციის ჩატარებას , რატა ჩივაძის ბრალდებებს უპასუხოს.

 

Tags: , , ,

Image

გიორგი ნაზღაიძე – ვნახოთ, როგორია საჯაროდ შეურაცხყოფის მიყენება

გიორგი ნაზღაიძე - ვნახოთ, როგორია საჯაროდ შეურაცხყოფის მიყენება

ავტორი დავით ცხვარაძე

გიორგი ნაზღაიძემ გადაწყვიტა, ის ადამიანები გაეკრიტიკებინა, ვინც მას აქტიურად საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს. მან ასევე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც blog moambe უცვლელად გთავაზობთ.
“მომდის ესემესები, რატომ აქვეყნებ ამ ადამიანის ფოტოებს, ცოდოები არიანო….. ვინ მოგცათ თქვენ და ამათ უფლება, სხვა დაამიანის ცხოვრებაზე საუბრის, შეურაცხყოფის. ვინ მოგცათ უფლება სხვა ადამიანის სულში ფათურის. ამიტომაც ეს არის სამართალი, თქვენ მე მლანძღავთ???? მეც ვაქვეყნებ იმ ადამიანის ფოტოებს, ვინც მლანძღავს, მაკრიტიკებს და მეც ასე მოვიქცევი და ვნახოთ, როგორია საჯაროდ შეურაცხყოფის მიყენება!!!!” – წერს ნაზღაიძე.

 

Tags: ,

Image

ქუთაიში ფალიაშვილის 16-ნომერში. ერთდროულად 4 ობიექტის ძარცვისთვის გამოძიებამ 3 ადამიანი დააკავა .

ქუთაიში ფალიაშვილის 16-ნომერში. ერთდროულად 4 ობიექტის  ძარცვისთვის გამოძიებამ 3 ადამიანი დააკავა .

ავტორი დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ფალიაშვილის 16–ში არსებული 4 კომერციული ობიექტი: გაძარცვეს რის გამოც გამოძიებამ 3 ადამიანი დააკავა. დააკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია . ძარცვის შედეგად მაღაზიიდან წაღებულია ტექნიკა, მობილური ტელეფონები და სურსათი. მძარცველებმა მაღაზიაში შესვლამდე შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალები მოხსნეს და მაღაზიაში ერთ–ერთი სათავსოდან შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით ძარცვის შედეგად გატანილია 16 მობილური ტელეფონი და 14 ციფრული ვიდეოკამერა, რომელთა საერთო ღირებულება 2500 ლარია.მძარცველებმა 300 ლარამდე ღირებულების სურსათი გაიტანეს სასურსათო განყოფიელბიდან.

შეგახსენებთ, ქუთაისში ფალიაშვილის 16–ში არსებული 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს რის გამოც გამოძიებამ სამი ახალგაზრდა დააკავეს . დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია .

 

Tags:

Image

„მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს, მას მოუწევს პასუხი აგოს ამ უტიფარ ტყუილზე“

„მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს,  მას მოუწევს პასუხი აგოს ამ უტიფარ ტყუილზე“

ავტორი დავით ცხვარაძე .

„მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს, მას მოუწევს პასუხი აგოს ამ უტიფარ ტყუილზე“ – ასე გამოეხმაურა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ფოთის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, დარეჯან ცხვიტარიას, ცილისმწამებლურ განცხადებას.

„მე მოვისმინე ჩანაწერი გუშინ და ახლა მინდა ვუპასუხო ამ მატყუარა, ძალიან უპასუხისმგებლო ქალბატონს, რომელიც ძალიან უღირსი განცხადებებით გამოირჩევა. საკრებულოს წევრია და მხოლოდ ამიტომ ვუპასუხებ, თორემ არ ვუპასუხებდი, იმიტომ რომ არ ვთვლი მე მას პასუხის ღირსად. რადგანაც საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მსგავსი რამის უფლება მისცა თავის თავს. განაცხადა, თურმე დეპუტატი ფულს აკეთებს. კეთილს ინებებს, მე ამას მოვითხოვ საჯაროდ, მოიტანს კონკრეტულ ფაქტს სასამართლოში იმიტომ, რომ ეს ადამიანები მიეჩვივნონ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გამონათქვამებს. მე მოვითხოვ დასაბუთებას. ეს ძალიან პრინციპული საკითხია ჩემთვის. რაც შეეხება ბიზნესს, ვინმემ ერთი ბიზნესმენი დაასახელოს, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ დატერორდა. ჩვენი ხელისუფლების ხელში ბიზნესმა ამოისუნთქა. ცხვიტარია წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ატერორებდა ბიზნესმენებს ამ ქალაქში. თვითონ ფოთელები მოყვებიან რამდენი ბიზნესმენი იყო ახალაიას კაბინეტში დაბარებული და რამდენი მილიონები აქვთ სპეც-ფონდებში შეტანილი. ეს ის ცხვიტარიაა, რომელიც იმ ძალას წარმოადგენს, რომელმაც ააწიოკა საქართველო, მათ შორის აწიოკებული იყო ფოთი. მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს, მას მოუწევს პასუხი აგოს ამ უტიფარ ტყუილზე“.

აღნიშნული ბესელიამ „მეცხრე ტალღაზე“, თოქ-შოუ „თემაში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

Tags: ,

Image

ქუთაისის მერიამ და gipa–ს უნივერსიტეტმა დღეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ქუთაისის მერიამ და gipa–ს უნივერსიტეტმა დღეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ქუთაისის მერიამ და gipa–ს უნივერსიტეტმა დღეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მომზადებას და ეფექტური მმართველობის დანერგვას.

მემორანდუმს ხელი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და საზოგადოების საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნანა ქაშაკაშვილმა მოაწერეს.

„მემირანდუმის მიზანია ურთითიერთ თანამშრომლობა იმ საკითხებში, რაც უნივერსიტეტს აქვს. მემორანდუმის ფარგლებში მერიის საჯარო მოხელეები გადამზადდებიან უნივერსიტეტის ბაზაზე. ჩვენი სურვილია ადგილობრივ თვითმმართველობაში პროფესიონალი კადრები დასაქმდნენ, ამიტომ მერიაში მიერ გამოცხადებული ვაკანსიების და კონკურსების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება უნივერსიტეტს, რათა მაღალი იყოს ჩართულობა. GIPA იღებს პასუხისმგებლობას და გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს ქუთაისს მმართვლობის სისტემის გაუმჯობესებაში, როგორც ელექტრონული ასვე სხვადასხვა სისტემების დანერგვის კუთხით“–აღნიშნა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმნა შოთა მურღულიამ.

 

Tags:

Image

„სოხუმის“ მიერ შემუშავებული პროექტის მთავარი ამოცანაა. პროექტის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის საკრებულოში შედგა.

 „სოხუმის“ მიერ შემუშავებული პროექტის მთავარი  ამოცანაა. პროექტის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის საკრებულოში შედგა.

ავტორი დავით ცხვარაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის პროცესში ქალის როლის გაზრდა და მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში -ეს ფონდ „სოხუმის“ მიერ შემუშავებული პროექტის მთავარი ამოცანაა. პროექტის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის საკრებულოში შედგა.
„სოხუმსა“ და ქუთაისის საკრებულოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პროექტის განხორციელების ხელშეწყობის პასუხისმგებლობას იღებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც პროექტის ავტორთა თქმით, უმთვარესი ინსტიტუციონალური მექანიზმი იქნება. 15 კაციანი საბჭო დაკომპლექტდება საკრებულოს წევრების, დევნილი და ადგილობრივი თემის, ეთნიკური უმცირესობების, მედიისა და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საბჭოს მთავრი ფუნქცია კი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკისა და ბიუჯეტის ანალიზი, გენდერული საჭიროებების კვლევა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება იქნება.
სამწლიანი პროექტი სამ ქალაქს ქუთაისს, სენაკსა და ოზურგეთს მოიცავს.
პროექტი სახელწოდებით „ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“ დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის მიერ.

 

Tags:

Image

ქუთაისი წყალმომარაგების პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად 65 მილიონ დოლარს მიიღებს

ქუთაისი წყალმომარაგების პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად 65 მილიონ დოლარს მიიღებს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულბელმა შოთა მურღულიამ ქუთაისში ნომერ პირველ პრობლემად წყალმომარაგების დაუსრულებელი პროექტი დაასახელა. მისი თქმით, მალე ქალაქს ეს პრობლემა საბოლოოდ მოეხსნება.
„აზიის განვითარების ბანკთან“ ამ საკითხზე დაწყებულია აქტიური მოლაპარაკებები. დოკუმენტებზე ხელი ჯერჯერობით არ მოგვიწერია და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისი 65 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც ქალაქში წყალმომარაგების პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს“,-განაცხადა მურღულიამ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა ქუთაისის ბიუჯეტზე და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოსულობების ნაწილში არის პრობლემები, ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ დაემუქრება.
შოთა მურღულია ვიცე-მერად და მერის მოვალეობის შემსრულებლად ორი დღის წინ დაინიშნა. ჯერჯერობით გაურკვეველია როდემდე შეასრულებს იგი მერის მოვალეობას. მურღულიას თქმით, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია მერის შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს, იგი მონაწილეობას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩება. თვითმმართვლობის არჩევნების შემდეგ, კი მერი არჩევითი გახდება.

 

Tags:

Image

ქუთაისში ფალიაშვილის 16–ნომერში ერთდროულად 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს

ქუთაისში  ფალიაშვილის 16–ნომერში   ერთდროულად 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს

ავტორი დავით ცხვარაძე .

ქუთაისში, ფალიაშვილის 16–ში არსებული 4 კომერციული ობიექტი: სასურსათო, ვალუტის პუნქტი, მობილურებისა და ციფრული ტექნიკის განყოფილებები გაძარცვეს. ძარცვის შედეგად მაღაზიიდან წაღებულია ტექნიკა, მობილური ტელეფონები და სურსათი. მძარცველებმა მაღაზიაში შესვლამდე შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალები მოხსნეს და მაღაზიაში ერთ–ერთი სათავსოდან შევიდნენ.
წინასწარი ინფორმაციით ძარცვის შედეგად გატანილია 16 მობილური ტელეფონი და 14 ციფრული ვიდეოკამერა, რომელთა საერთო ღირებულება 2500 ლარია.
მძარცველებმა 300 ლარამდე ღირებულების სურსათი გაიტანეს სასურსათო განყოფიელბიდან.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

Tags: