ფრიკასე ქათმის ხორცით

უგემრიელეს სოუსში დამზადებული ქათმის ხორცი ტრადიციული ფრანგული კერძია. სუფრაზე გარნირთან ერთად გააქვთ. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 4-6.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი  1,5კგ ( ბარკლები, გადანაჭერი);
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კარაქი  2ს/კ;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  1კბილი;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • თეთრი ღვინო  150მლ;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;
  • დაფქული ბეგქონდარა  0,5ჩ/კ;
  • სტაფილო  1ც;
  • პრასი  2ღერი;
  • ნაღები  1/2ჭ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ქათმის ხორცი, წავუსვათ მარილი, პილპილი და კარაქში შევწვათ. იმავე ტაფაში მოვშუშოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი. დავამატოთ დაკეპილი ნიორი. 5 წთ შევწვათ. ტაფაში ჩავამატოთ ფქვილი, ბეგქონდარა, დაფნის ფოთოლი, ღვინო ჩავასხათ და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ 20 წთ. დაჭრილი სტაფილო მოვხარშოთ 1 წთ, პრასი  4 წთ. დავამატოთ ქათმის ხორცს,  მარილი და პილპილი დავამატოთ, დავასხათ ნაღები და კიდევ 2 წთ ვშუშოთ. ფრიკასე ქათმის ხორცით სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

1 კომენტარები

  1. Hey I know this is off topic but I was wondering if you knew of any
    widgets I could add to my blog that automatically tweet my
    newest twitter updates. I’ve been looking for a plug-in like this
    for quite some time and was hoping maybe you would have some experience with something like
    this. Please let me know if you run into anything. I truly
    enjoy reading your blog and I look forward to your new updates.

    Here is my web page … vpn special coupon

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო