“აკროშკა“ კეფირითა და ძეხვით

ზაფხულის ცხელ დღეს ამაზე უკეთესს ვერაფერს მიირთმევთ! დამზადების დრო:  30წთ.

ინგრედიენტები:

  • კეფირი  1ბოთლი;
  • მოხარშული ძეხვი  200გრ;
  • კარტოფილი  2-3ც;
  • კვერცხი  2ც;
  • კიტრი  2ც;
  • ბოლოკი  5-6ც;
  • კამა  1კონა;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • მარილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ კარტოფილი და კვერცხი, გავაცივოთ და გავფცქვნათ. დავჭრათ კუბებად, ასევე დავჭრათ ძეხვიც. დავამატოთ ოთხკუთხედებად დაჭრილი კიტრი და ბოლოკი, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. კარგად ავურიოთ და დავაყოვნოთ ცოტა ხანს. შემდეგ მოვასხათ კეფირი და მარილი მოვაყაროთ გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!