ტარტალეტკები სოკოთი

ძალზე ეფექტური და გემრიელი კერძია და გაახალისებს თქვენს სტუმრებს. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ძეხვი „სერველატი“  100გრ;
  • ქამა სოკო  7-9ც;
  • ტარტალეტკა  6-7ც;
  • კარტოფილი  3-4ც;
  • მჟავე კიტრი  2ც;
  • ხახვი  1თავი;
  • ზეთი  2-3 ს/კ;
  • მაიონეზი  2ს/კ;
  • კამა  1კონა;

მომზადების წესი:

კარგად გავრეცხოთ სოკო. მოვხარშოთ კარტოფილი, გავაცივოთ და გავარჩიოთ. წვრილად დაჭრილი სოკო და ხახვი მოვთუშოთ ზეთში 3-4 წუთი. რამოდენიმე სოკო ცალკე შევბრაწოთ, ჯამში ჩავხეხოთ კარტოფილი, ჩავყაროთ დაჭრილი ძეხვი და მჟავე კიტრი, დავამატოთ სოკო და მაიონეზი, მოვურიოთ, ეს სალათი ჩავდოთ ტარტალეტკებში, ზემოდან მოვრთოთ დაჭრილი კამიტა და სოკოთი. გემრიელად მიირთვით!