სადღესასწაულო სალათი

სადღესასწაულო სალათი ქათმის ფილეთი მზადდება, განუმეორებელი გემო აქვს და ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია. მართლაც სადღესასწაულოა! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  250გრ;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • კარტოფილი  5-7ც;
  • კვერცხი  3ც;
  • ბარდა  120გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მაიონეზი  350გრ;
  • ჟელატინი  10გრ;
  • მომზადების წესი

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. კარტოფილი პატარა კუბიკებად დავჭრათ და მოვხარშოთ. ასევე დავჭრათ ხახვი და სტაფილო და ზეთში მოვხრაკოთ. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ფილე და 15 წთ ვშუშოთ. როცა მზად იქნება, დავამატოთ კარტოფილი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, და 150 გრ მაიონეზი, ამოვურიოთ. ჟელატინი მცირე რაოდენობის წყალში ჩავალბოთ 10 წთ. შემდეგ ორთქლის აბაზანაზე დავდგათ და ვურიოთ, არ უნდა ადუღდეს. შევურიოთ დარჩენილი მაიონეზი, ერთგვაროვან კონსისტენციამდე მივიყვანოთ. ღრმა სასალათეში ჩავაფინოთ საკვები ცელოფანი და 10-15 წთ შევდგათ საყინულეში, შემდეგ მაიონეზიანი ჟელეს 2/3 წავუსვათ ძირში და გვერდებზე, სწრაფადვე შევდგათ მაცივარში. გადმოვიღოთ, ჩავდოთ ძირითადი მასა, ზემოდან წავუსვათ დარჩენილი ჟელეიანი მასა და შევდგათ მაცივარში, რომ კარგად შეიკრას. ეს მასა ამოვაბრუნოთ განიერ თეფშზე, მოვხსნათ ცელოფანი, მოვრთოთ სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო