ტარტალეტკები კრემით

ნაზი, მსუბუქი კრემითა და ხილის ნაჭრებით არაჩვეულებრივი ტარტალეტკები გამოდის. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 10.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  200გრ;
  • ცილა  2ც;
  • გული  2ც;
  • კარაქი  100გრ;
  • შაქრის პუდრა  100გრ;
  • შაქარი  50გრ;
  • ლიმონმჟავა  1გრ;
  • ხილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

კვერცხის გული, შაქრის პუდრა და დარბილებული კარაქი შევურიოთ ერთმანეთს. თანდათან დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი და კექსის ფორმებში გადავანაწილოთ. ძირი ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ, შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 10 წთ. გადმოვიღოთ და გავაცივოთ. ავთქვიფოთ ცილები. მოვადუღოთ შაქრის სიროფი: 50გრ შაქარი და ამ მასის 1/4 ჭ წყალი. ბოლოს დავამატოთ ლიმონმჟავა. როცა გაცივდება, შევათქვიფოთ ცილებს.ამ კრემით ამოვავსოთ ტარტალეტკები და მაცივარში შევდგათ 1 სთ. დავჭრათ ხილი, სურვილისამებრ, კრემს ზემოდან დავაწყოთ. ტარატალეტკები კრემით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო