როდის მივმართოთ ვინირებას?

რა არის ვინირი?

ვინირი არის თხელი კერამიკული ფირფიტა,რომელიც ფიქსირდება კბილის ან კბილების გარეთა ზედაპირზე.  მისი სისქე საშუალოდ მერყეობს 0,2 -0,5მმ ის ფარგლებში.

დენტალური ვინირება დაზიანებული კბილის რესტავრაციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა  და მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “ჰოლივუდის ღიმილი”, როდესაც ყველა კბილი იდეალურად თეთრი და ლამაზია.

როდის უნდა მივმართოთ ვინირებას?

პაციენტები მიმართავენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც ექმნებათ  ესთეტიკური დისკომფორტი, როგორებიცაა:

🔹კბილის ფერის ცვლილება

🔸 კბილის ქსოვილზე ბზარების გაჩენა

🔹 კბილთაშუა დაცილებები

🔸 არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები

რა უპირატესობა აქვს ვინირებას?

🔹ფიქსირდება ცოცხალ კბილებზე

🔹ხასიათდება მაღალი გამჭვირვალობით და სიპრიალით, რაც კბილებს ბუნებრივ ეფექტს მატებს.

🔹ინარჩუნებს კბილის ფერს და ფორმას დიდი ხნის მანძილზე

🔹არის უმტკივნეულო და უსაფრთხო

რამდენ ხანს ძლებს ვინირი?

ვინირების ეფექტი ყველა პაციენტში სხვადასხვა პერიოდულობით არის გამოხატული, ვინაიდან იგი დამოკიდებული პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. 

თუ პაციენტმა შეასრულა ექიმის ყველა რეკომენდაცია, ხარისხიანად  გაკეთებული ვინირი საშუალოდ 15 წლამდე ძლებს.

ვინირების პროცედურას კლინიკა დენტალ ლაინში ატარებს 20 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი.

📲 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 72 10 88 

კლინიკური ქეისები